17 ნოემბერი, 2016
ბრედ პიტმა ცნობილ მსახიობთან გააბა რომანი
განშორების შემდეგ მსახიობმა სიმშვიდე ახალ რჩეულთან იპოვა.

ანჯელინა ჯოლისთან განშორება ვერც კი მოასწრო და უკვე ახალი რომანი აქვს ცნობილ მსახიობთან - წერს გამომცემლობა Grazia.

"უკვე ერთი თვეა ბრედი პირველი კლასის მსახიობს ჰხვდება" - ჰყვება 52 წლის მსახიობის ახალი რჩეულის ახლობელი.

"ქალი, რომელსაც ახლა პიტი ხვდება, ჩემი მეგობარია და დავპირდი, რომ მის სახელს არ გავამხელდი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთმანეთით გატაცებულები არიან" - ჰყვება წყარო.

აღსანიშნავია, რომ დასავლური მედია წყაროდ მსახიობის პირად მცველს, კრის ჰერცოგს
ასახელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რომანის ოფიციალური დასტური არ არსებობს. თუმცა სოციალურ ქსელში ბრედ პიტის პოტენციურ "საყვარელს" ცნობილ მსახიობებს შორის აქტიურად განიხილავენ.

ამჟამად ყურადღების ცენტრშია - სიენა მილერი, რომელსაც ბრედ პიტთან რომანს აწერდნენ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS