17 ნოემბერი, 2016
ხმაურიანი სკანდალი ვარსკვლავურ ოჯახში - ვლადიმერ პრესნიაკოვი მამამ სასტიკად სცემა
ვლადიმერ პრესნიაკოვი უმცროსი 48 წლისაა. დედამისის, ელენა პრესნიაკოვას აზრით წლების მატებასთან ერთად ვლადიმერი სულ უფრო მეტად ემსგავსება მამას.

"ისეთივე ნელია. უყვარს განხილვა. ნიკიტას ასწავლის. მთელი ცხოვრება ლენაჩკას მეძახის. ვლადიმერი ძალიან მოსიყვარულეა, ახლაც შეუძლია მოვიდეს და ჩამეხუტოს. მე უკვე მოვტყდი, ის კი ისეთი ჯანმრთელია" - ჰყვება ელენა.

ელენას თქმით, მისი ვაჟიც ყურადღებიანი, მადლიერი და მოსიყვარულეა. თუმცა ერთხელ მამასთან სერიოზულად იჩხუბა.

"ვოვა უკვე დიდი იყო. ახალ პროგრამას ვაკეთებდით, დილიდან საღამომდე რეპეტიცია გვქონდა. ხვალ კონცერტი გვაქვს, ბოლო ეტაპზე
ვართ და უცებ მესმის ვლადიმერი ვოვკას სააბაზანოში ხმამაღლა ესაუბრება. შემდეგ დარტყმის, ტეხვის ხმა გავიგონე. გავიქეცი - ვოვკა ნაცემი სახით აბაზანაში წევს, ტუჩიდან სისხლი სდის. ვლადიმერს სახეში ხელი გავარტყი. სიბრაზემ დამაბრმავა - ჩემს შვილს ხომ დაარტყეს. გავიქეცი და ავქვითინდი" - იხსენებს პრესნიაკოვი დრამატულ მომენტს.

საბედნიეროდ ყველაფერი მალევე დალაგდა. "ვოვკა მოვიდა: "დედა დამნაშავე მე ვარ, მე თვითონ გავაბრაზე. მწარედ არ დაურტყამს". ვოვკა ჩაკეტილა და ხელის სამაჯურით სახე გაუკაწრავს.

შევდივარ ვლადიმერთან და ვხედავ ტირის. პირველად ვნახე, რომ ის ასე განიცდიდა" - გამოტყდა ელენა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS