15 ნოემბერი, 2016
ანჯელინა ჯოლის მამა ქალიშვილის განქორწინებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - ანჯელინას დედამისივით "არასტაბილური ფსიქიკა" აქვს
სექტემბრის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს და განქორწინება გადაწყვიტეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა: ყოფილმა მეუღლეებმა საერთო ქონება გაიყვეს და ბავშვების მეურვეობაზე უფლებების მოპოვებაზე სასამართლოში იბრძვიან. როგორც ჩანს, ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილის დრამატული განშორების ამბავს, უკან დასახევი გზა აღარ აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ანჯელინა ჯოლის მამა ასე არ ფიქრობს.

77 წლის მსახიობმა, დუმილი პირველად დაარღვია და ქალიშვილის განქორწინებაზე კომენტარი გააკეთა: "მე გარშემო მყოფების ღელვასა და ლოცვას ძალიან
ვაფასებ. იმედი მაქვს, რომ მათ შორის მალე ყველაფერი დალაგდება" - გამოტყდა ვოიტი.

Rating

ცნობილია, რომ პიტი ცოლთან და ბავშებთან დაშორებას ძალიან განიცდის და მხარდაჭერისთვის ხშირად სწორედ ჯოლის მამას მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ვოიტსა და ანჯელინას შესაშური ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ და არც ახლა აქვთ.

წყაროების ცნობით, ბრედი ვოიტს უზიარებს, რომ ჯოლის რთული ხასიათი აქვს. ვოიტი ამ საკითხზე საკმაოდ მწვავედ რეაგირებს, თუმცა არა პიტის, არამედ საკუთარი ქალიშვილის მისამართით: ვოიტი მანამდეც აღნიშნავდა, რომ ანჯელინას დედამისივით "არასტაბილური ფსიქიკა" აქვს.

თუმცა ის იმედოვნებს, რომ ანჯელინასა და ბრედის ოჯახს აღდგენის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

ლეა ხიმშიაშვილი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარტლაა ტავის გამარტლებას ცდილობს ანგელოზად უნდა გამოვიდეს
ყველაპერი ამ კაცის ბრალია . ანჯელინა ჯოლის მამის . აჯელიკას დედისტვის რომ არ ეგაღატა და ტავის დროზე ამ უძლიერეს ქალს იმის შიში არ ექნებოდა რომ სანამ მას მიატოვებენ ტვიტონ მიატოვოს ის. ორივე მსახიობი მიყვარს ჯლიც და პიტიც დზალიან მწყდება გიული ოჯახი რომ ენგრევატ. არა და რა საყვარელი ბავშვები ჰყავტ ტავაისებიც და ის აყვანილი გოგოც . სხვა სხვის ომსჰი ბრძენიაო
08:51 / 17-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მიიცუცე კალო
ესეიგი მტელი კალტა მოდგმს ტეტრი ბარატები გაკვტ ასატყეპი
12:31 / 16-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ეს მამამისიც კაი იდიოტი ყოფილა ,გადააბრალა ცოლს,თითქოს ამის შვილიც არ იყოს!? ანჯელინა,ურთულესი ხასიეთის, საბედისწერო ქალების კატეგორიას მიეკუთვნება,ბრედ პიტია ცოდო,რომ ამისთანას გადაეყარა,თორემ ანჯელინას ხასიათს უკვე "სამარე თუ გაასწორებს",ეგ ისედაც ნათელია!
16:55 / 15-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS