15 ნოემბერი, 2016
ჟანა ფრისკეს მეუღლეს, დიმიტრი შეპელევს მომღერლის მეგობართან აქვს რომანი
ჟანა ფრისკეს ყოფილი ქმრის ახალი საყვარელი ცნობილი ექიმი-კოსმეტოლოგი ოქსანა სტეპანოვა გახდა.

ცნობილი ტელეწამყვანი დიმიტრი შეპელევი ჟანა ფრისკეს უახლოეს მეგობარს ხვდება. ამ დასკვნის გამოტანა შოუმენის პირადი წერილიდან შეიძლება, რომელიც პოპულარული მომღერლის გარდაცვალების წლისთავზე გამოაქვეყნა. გზავნილში დიმიტრი საუბრობს, რომ ოქსანა სტეპანობა ერთადერთი ადამიანია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მხარში ედგა მას.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამდენი წლის გასვლის შემდეგ როგორც იქნა ჩემზე ვიღაც ზრუნავს. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ მეც შემიძლია გავცე სიყვარული და მზრუნველობა და მაინც,
მადლობა მას, ჩემს ერთადერთ ანგელოზს, ჩემს ნაზ მხსნელს" - გამოტყდა შეპელევი.

ოქსანა სტეპანოვასა და ჟანა ფრისკეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. მკურნალობის დროს, სწორედ სტეპანოვა უვლიდა ჟანას დამის ახლობლებს ამხნევებდა.

ოქსანა ვარსკვლავებისთვის ცნობილი ექიმი-კოსმეტოლოგია. მის კლიენტებს შორის არიან - ანნა სემენოვიჩი, ქსენია ნოვიკოვა, იულია კავალჩუკი, ტატიანა ლაზარევა, ლუბოვ უსპენსკაია და სხვები.

შეპელევისა და სტეპანოვის ურთიერთობაზე ჟანას მამა, ვლადიმირ კაპილოვიც საუბრობს.
Rating































როცა ჟანა ავად იყო, ქსუშა მასზე ზრუნავდა. მითხრეს, რომ ქსუშა ახლა გამუდმებით დიმასთანაა. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი ქსუშას შეპელევთან რა ურთიერთობა აქვს. სრულიად შესაძლებელია, რომ პირად ურთიერთობებს ჰქონდეს ადგილი.

15 ივნისს ჟანა ფრისკეს გარდაცვალების წლისთავი იყო. მაყურებელს მან თავი ფილმებითა და მუსიკით დაამახსოვრა. მის ოჯახურ ცხოვრებას, ცნობილ შოუმენთან, დიმიტრი შეპელევთან მთელი ქვეყანა განიხილავდა.

2013 წელს კი, ფეხმძიმობის პერიოდში, ჟანამ მძიმე დაავადების შესახებ შეიტყო, მაგრამ ბავშვის შენარჩუნება გადაწყვიტა. ჟანა ფრისკეს დაავადების ისტორია, რაც პრესამ "გამბედაობისა და სახალხო გმირობის სიმბოლოდ" შერაცხა, ღირსეული, სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედების მაგალითი გახდა.

ლეა ხიმშიაშვილი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS