14 ნოემბერი, 2016
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ხელფასზე უარი თქვა
აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში ოფიციალურად 2017 წლის 20 იანვარს მოვა, თუმცა საკუთარ გეგმებსა და პირობებს უკვე გვაცნობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო გადასახადზე, რაც წელიწადში 400 000 აშშ დოლარს შეადგენს, უარს ამბობს და სიმბოლურად 1 $ -ს აიღებს.

"გადასახადის აღებას არ ვაპირებ, არ ვიღებ" - გვატყობინებს ახალი პრეზიდენტი, თუმცა ამაზე ის არჩევნებში გამარჯვებამდეც საუბრობდა.

"ვფიქრობ, კანონით წელიწადში 1 $ მივიღებ" - თქვა ტრამპმა საპროტესტო აქციის ფონზე. აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა, მანიფესტანტების სწრაფად დასამშვიდებლად, ასევე
განაცხადა, რომ მათ მისი რეჟიმის არ უნდა ეშინოდეთ. "საშიში არაფერია. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას ვაპირებთ". მან ასევე აღნიშნა, რომ ის საღად მოაზროვნე ადამიანია და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პოლიტიკურ არენაზე კარგად მოიქცევა.

ტრამპა უკვე შედგენილი საქმეების სიაც წარადგინა, რომელთა შესრულებას მთავრობაში მოსვლისას პირველ რიგში შეუდგება.
თანამდებობაზე მოსვლის პირველივე კვირაში, ის ემიგრაციის პრობლემის მოგვარებას და ქვეყნის საზღვრების დაცვის გამკაცრებას აპირებს. მეორე -ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკის კორექტირება იქნება. ტრამპი ასევე ისლამურ სახელმწიფოებთან ბრძოლის ახალ სტრატედიას ისახავს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS