14 ნოემბერი, 2016
ქართველი ქალების გულთამპყრობელ მურატ ილდირიმს ახალი რჩეული ჰყავს
ქართველი ქალების გულთამპყრობელი მსახიობი მურატ ილდირიმი შეყვარებულია. "სავაშ ბალდარის" ახალი რჩეული მაროკოელი მოდელი და მსახიობი იმანე ელბანია. იგი 2006 წელს "მის მაროკო" გახდა, შემდეგ კი "მის არაბული სამყაროს" ტიტულის მფლობელი. მოღვაწეობს ლონდონში, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.

რამდენიმე დღის წინ ელბანიმ ილდირიმს თურქეთში ჩააკითხა და პრესამ მათი ერთობლივი ფოტოც მოიპოვა, რომელზეც ჩანს, როგორ კოცნის მურატ ილდირიმი საყვარელ ქალს. აღსანიშნავია, რომ ცნობილ მსახიობს პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ (ბურჩინ თერზიოღლუს 2014 წელს გაეყარა) ხანგრძლივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია,
ამიტომ მედია მოუთმენლად ელოდა მის გვერდით ახალი რჩეულის გამოჩენას.

მურატ ილდირიმის ქართველი მეგობარი ნინელი ფუტკარაძე, რომელიც თბილისის მერის მრჩეველია, ფეისბუქის პირადი გვერდიდან ულოცავს მსახიობს და წერს: "ვულოცავ ჩემს უახლოეს მეგობარს, უნიჭიერეს მსახიობს, არაჩვეულებრივ პიროვნებას მურატ ილდირიმს გაბედნიერებას. მინდა, რომ სულ ბედნიერი იყოს იმანესთან ერთად". იხილეთ სრულად + მსახიობის რჩეულის ფოტოები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS