10 ნოემბერი, 2016
შარლიზ ტერონი ქალებს მოუწოდებს, რომ ასაკის არ უნდა რცხვენოდეთ
როგორც ცნობილია, ახალგაზრდობა ყველა ქვეყანაში ფასდება - განსაკუთრებით შოუ-ბიზნესში. ოსკაროსანი შარლიზ ტერონი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 41 წელი შეუსრულდა, ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აშინებთ ქალებს ასაკი.

"ახლა 41 წლის ვარ. 20 წელზე მეტი ხანია ვმუშაობ და წლებთან ერთად ჩემი პროფესიითა და საკუთარი თავით სულ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ. და ყველა ქალი, რომლებსაც მე ვიცნობ, იგივეს განიცდიან. ის, რომ ასაკის უნდა გვეშინოდეს - უბრალოდ კლიშეა, რომლის გამეორება უნდა შევწყვიტოთ".

შარლიზ ტერონის თქმით, არ ღირს გეშინოდეს
იმის, რაც ბუნებრივია.

Rating

"სიბერე - ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ამის შეჩერება არ შეგვიძლია. მე მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემს თავს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა. მე გაცილებით ჭკვიანი გავხდი და ამასთან ნაოჭების შედარება არაფერს ნიშნავს".

ბოლოს, მსახიობმა განაცხადა, რომ ასაკი ყველაზე მეტად ქალებს აშინებთ: "დროა ყველა ქალმა გააცნობიეროს - ის, თუ როგორ გამოვიყურებით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის".

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS