10 ნოემბერი, 2016
ივანკა ტრამპი - აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი - სამაგალითო დედა, მოსიყვარულე ცოლი და უბრალოდ წარმატებული ქალი
2007 წელს, ივანკა 100 ყველაზე სექსუალური ქალების სიაში შევიდა.

დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი, 35 წლის ივანკა ტრამპი - სამაგალითო დედა, მოსიყვარულე ცოლი და უბრალოდ განათლებული და წარმატებული ქალია.

ივანკა ტრამპი ნიუ-იორკში, მედიამაგნატ დონალდ ტრამპისა და მისი პირველი ცოლის, ჩეხი მოდელის, ივანა ზელნიჩკოვას ოჯახში დაიბადა. დონალდისა და ივანას ქორწინება 15 წელს გაგრძელდა. წყვილი ერთმანეთს 1991 წელს გაეყარა, როცა ივანკა 9 წლის იყო.

ივანკამ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 2 წელი ისწავლა, შემდეგ კი უორტონის ბიზნეს სკოლაში განაგრძო
სწავლა და ბაკალავრიატი, ეკონომიკის განხრით წარმატებით დაასრულა.

ტრამპის ქალიშვილი ორ ენაზე საუბრობს - ინგლისური და ფრანგული.

Rating

ივანკამ კარიერა მოდელობით დაიწყო და პოდიუმზე უამრავი წამყვანი ბრენდის ჩვენებაზე გამოდიოდა.

2007 წელს გოგონა 100 ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში შევიდა, სადაც 83-ე ადგილი დაიკავა.

ტრამპმა საკუთარი საიუველირო კოლექცია გამოუშვა ივანკა ტრამპის სახელით, მოგვიანებით კი ამას არ დასჯერდა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზიც გამოუშვა.

ახლა, ივანკა, Trump Organization-ის, მამის მთავარი კომპანიის ვიცე პრეზიდენტია.



2009 წელს ივანკა ტრამპი ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს. ამისთვის ივანკას ებრაული რწმენის მიღება მოუხდა და იუდეველი გახდა, რადგან ჯარედის მამა მულტიმილიონერი და ნიუ-იორკის ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი, ჩარლზ კუშნერია.

ივანკასა და ჯარედს 3 შვილი ჰყავთ - ქალიშვილი არაბელა და ვაჟები - ჯოზეფი და თეოდორი.

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS