დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი, 35 წლის ივანკა ტრამპი - სამაგალითო დედა, მოსიყვარულე ცოლი და უბრალოდ განათლებული და წარმატებული ქალია.
ივანკა ტრამპი ნიუ-იორკში, მედიამაგნატ დონალდ ტრამპისა და მისი პირველი ცოლის, ჩეხი მოდელის, ივანა ზელნიჩკოვას ოჯახში დაიბადა. დონალდისა და ივანას ქორწინება 15 წელს გაგრძელდა. წყვილი ერთმანეთს 1991 წელს გაეყარა, როცა ივანკა 9 წლის იყო.
ივანკამ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 2 წელი ისწავლა, შემდეგ კი უორტონის ბიზნეს სკოლაში განაგრძო
ტრამპის ქალიშვილი ორ ენაზე საუბრობს - ინგლისური და ფრანგული.
ივანკამ კარიერა მოდელობით დაიწყო და პოდიუმზე უამრავი წამყვანი ბრენდის ჩვენებაზე გამოდიოდა.
2007 წელს გოგონა 100 ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში შევიდა, სადაც 83-ე ადგილი დაიკავა.
ტრამპმა საკუთარი საიუველირო კოლექცია გამოუშვა ივანკა ტრამპის სახელით, მოგვიანებით კი ამას არ დასჯერდა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზიც გამოუშვა.
ახლა, ივანკა, Trump Organization-ის, მამის მთავარი კომპანიის ვიცე პრეზიდენტია.
2009 წელს ივანკა ტრამპი ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს. ამისთვის ივანკას ებრაული რწმენის მიღება მოუხდა და იუდეველი გახდა, რადგან ჯარედის მამა მულტიმილიონერი და ნიუ-იორკის ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი, ჩარლზ კუშნერია.
ივანკასა და ჯარედს 3 შვილი ჰყავთ - ქალიშვილი არაბელა და ვაჟები - ჯოზეფი და თეოდორი.
ლეა ხიმშიაშვილი