''ნახევარი წელია ვურთიერთობთ. ჩემს მდგომარეობაში, როცა ორი მოზრდილი შვილი მყავს, საჯაროდ მამაკაცზე მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა უფრო სერიოზულ ნაბიჯზე გადადიხარ და ერთობლივ ცხოვრებას იწყებ.
ამ მომენტში ჩემს ცხოვრებაში ეს არ იგეგმება, ვერ ვხედავ აზრს, ეს ურთიერთობები გავახმაურო.
მათ რომ ტკივილი არ მივაყენო, ვცდილობ, არ დავწვრილმანდე ამ ურთიერთობებზე საუბრისას'' , - თინა ასე გამოეხმაურა მის შესახებ ბოლო დროს აგორებულ ჭორებს. პრესასა თუ ინტერნეტსივრცეში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს მისი მეტისმეტი მეგობრობა და სიახლოვე ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან.
რამდენჯერმე კადიროვის პირადი მიწვევით ჩეჩნეთშიც იმყოფებოდა და ბევრი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ჩეჩნეთის მეთაური ქართველი ლამაზმანით სერიოზულად არის მოხიბლული და ძვირად ღირებული საჩუქრებითაც ანებივრებს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში თინას გვერდით აქტიურად ჩანს მასზე ბევრად უმცროსი ახალგაზრდა, ტელეპროდიუსერი ვასილი ბროვკო.
ჟურნალი ''რეიტინგი''