09 ნოემბერი, 2016
ბურაქ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი დაინიშნენ
ცნობილი თურქი მსახიობის, ბურაქ ოზჩივიტის ფოტომ, მისი და ფაჰრიე ევჯენის დანიშვნის ამბის ახალი ტალღა ააგორა.

თურქულმა პრესამ, არაერთხელ დანიშნა და დააქორწინა თურქეთის ყველაზე ლამაზი წყვილი, თუმცა ისინი ამას არ ადასტურებდნენ. ფაჰრიე და ბურაქი ჟურნალისტებთან ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეს მათი პირადი ცხოვრებაა და მის გასაჯაროვებას არ აპირებენ.

Rating

მიუხედავად იმისა, რომ წყვილის რომანი უკვე 4 წელია გრძელდება, ერთად მოგზაურობისას, ინსტაგრამზე ერთობლივ ფოტოებს არ დებენ, თუმცა ორივე მისი აქტიური მომხმარებელია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ბურაქ ოზჩივიტის ახალი ფოტო, მისი
და ფაჰრიე ევჯენის დანიშვნის ამბის გავრცელების საბაბი გახდა - ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ მსახიობს თითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

თუმცა, წყვილი კვლავინდებურად არ ადასტურებს ინფორმაციას, მაგრამ არც უარყოფს.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეს ფოტო სერიალიდან არის
01:16 / 10-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS