ვანგი ჩინეთის მოდის კვირეულში იღებდა მონაწილეობას და მოვლენის ვარსკვლავი გახდა. ყველაფერი მისი მიმზიდველობის, ქარიზმის, მოხდენილი სხეულის წყალობით მოხდა, რისთვისაც მას "ჩინეთის ყველაზე სექსუალური ბაბუა" უწოდეს, ამაზე შეკამათება კი რთულია.
"ყველაფერი თქვენს თავზეა დამოკიდებული და არა ასაკზე. ბუნება ასაკს განსაზღვრავს, მაგრამ თქვენ თქვენი გონების მდგომარეობას განსაზღვრავთ" - ამბობს ჩინელი მამაკაცი, რომელიც ყოველდღიურად 3 საათს ვარჯიშობს.
24 წლის
57 წლის სცენაზე დაბრუნდა და ხელოვნების უნიკალური სახე შექმნა - "ცოცხალი ქანდაკებები". 70 წლის სერიოზულად დაკავდა სპორტით, 79 წლის ასაკში კი პოდიუმზე გამოვიდა.
"სადაცაა 80 წელი შემისრულდება და წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ მელის. საკუთარი პოტენციალის წარმოჩენის დრო ყოველთვის არის. ნურასდროს იტყვით, რომ უკვე ძალიან გვიანია. ეს არ უნდა იყოს თქვენი დანებების გამართლება. არავის შეუძლია თქვენს წარმატებას ხელი შეუშალოს, გარდა თქვენივე თავისა" - გვიამბობს ვანგ დეშუნი.
ლეა ხიმშიაშვილი