09 ნოემბერი, 2016
განქორწინების შემდეგ ბრედ პიტი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - გაცილებით ბედნიერად გამოიყურება, ვიდრე ადრე
ბოლო გახმარეურებული რამდენიმე თვის მანძილზე, რაც განქორწინების სასამართლო პროცესმა გამოიწვია, პიტი ფოტოკამერებს გაურბოდა და ცდილობდა, კადრში არ მომხვდარიყო.

განქორწინების შემდეგ ის პირველად გამოჩნდა საზოგადოებრივ წვეულებაზე. ანჯელინა ჯოლის ყოფილი მეუღლე დრამის "მთვარის შუქი" დახურულ ჩვენებას დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ბრედი ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, პიტი თავის ძველ, უახლოეს მეგობართან, ჯულია რობერტსთან ერთადაა, რომელიც ასევე ესწრებოდა ჩვენებას.

ცნობილების თაყვანისმცემლებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ მსახიობს იმიჯი აქვს შეცვლილი. თმა შეიჭრა და გაცილებით ბედნიერად გამოიყურება, ვიდრე ადრე.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS