08 ნოემბერი, 2016
სალმა ჰაიეკმა 50 წლის დაბადების დღეზე ჟურნალისთვის გაიხადა - ნახეთ, რა იდეალურად გამოიყურება მსახიობი
2 თვის წინ მექსიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი 50 წლის გახდა, ახლა კი ჟურნალის GQ გარეკანზე, შთამბეჭდავი საცვლებით გამოჩნდა.

მან დაამტკიცა, რომ სექსუალურობა დღემდე არ დაუკარგავს.

სალმას ჰყავს ქალიშვილი ვალენტინა, რომელიც 41 წლის ასაკში, ფრანგი ბიზნესმენის, ფრანსუა-ანრი პინოსგან გააჩინა. მამაკაცი მსოფლიოს 100 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში შედის.

სალმა ჰაიეკის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის ყველაზე ცნობილი ფილმებია "ფრიდა", სადაც ფრიდა კალოს როლს განასახიერებს, და "ბანდიტი გოგონები", სადაც საუკეთესო მეგობართან, პენელოპა კრუზთან ერთად თამაშობს.
მსახიობის ფოტოზე დაკვირვებისას, ნამდვილად
ვერ იტყვით, რომ 50 წლისაა.

თაყვანისმცემლები განსაკუთრებით, გამჭვირვალე კაბაში უკნიდან გადაღებულმა კადრმა მოხიბლა.

ლეა ხიმშიაშვილი

screenshot_3screenshot_1screenshot_2screenshot_8screenshot_425c930f70e5fd5be2ac046011ba687c0_fitted_740x700screenshot_7
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS