კარიერა თუ ოჯახი? რატომ არ იყო ვალერი მელაძე მძიმე დროს ცოლის გვერდით?
როცა ჩვენი შვილი კვდებოდა ვალერი ჩემს გვერდით არ ყოფილა. მან ტელეფონის ნომერი დატოვა, რომელზეც არავინ პასუხობდა.
ბიჭუნა სამშობიაროში გარდაიცვალა. მხოლოდ 10 დღე იცოცხლა. ეს იმდენად სწრაფად და მისტიურად მოხდა, რომ ამ 10 დღეს მშვიდად დღემდე ვერ ვიხსენებ.
ექიმები
ირინა ასევე იხსენებს, რომ ვალერი აქტიურად იყო ჩართული კარიერაში და ოჯახს ცოტა დროს უთმობდა. ცოლის თქმით, როცა ბიჭი დაიბადა, ვალერი მის გვერდით არ იყო, ის სხვა ქალაქში იმყოფებოდა.
"პირველად გადავწყვიტე სამშობლოში მემშობიარა. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოლაევიდან წავედი, სადაც მაშინ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. ასე რომ ქმარს დიდად არ ვაწუხებდი - იხსენებს ირინა. ვალერიმ მშობიარობამდე რამდენჯერმე მომინახულა, მშობიარობის წინ კი ლვოვში, ახალი სიმღერის ჩასაწერად წავიდა. დედაჩემი ყოველდღე ცდილობდა დაკავშირებას, რომ მოეყოლა მისთვის რა ხდებოდა მაშინ სამშობიაროში, მაგრამ ტელეფონი დუმდა. ის შვილის გარდაცვალების დღეს მოულოდნელად დაბრუნდა და დაკრძალვაში დაგვეხმარა. რამდენიმე დღეში კი კვლავ საქმეების მოსაგვარებლად წავიდა".
ლეა ხიმშიაშვილი