05 ნოემბერი, 2016
არგენტინელი მსახიობის ლუსიანა ლოპილატოსა და კანადელი მომღერლის მაიკლ ბუბლეს 3 წლის ვაჟს სიმსივნე აღმოუჩინეს
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია მაიკლ ბუბლეს 3 წლის ვაჟის სიმსივნის შესახებ. ერთი თვის შემდეგ მომღერალმა ამ ამბავზე კომენტარი თავად გააკეთა და სამწუხაროდ ინფორმაცია დაადასტურა.

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მაიკლ ბუბლემ მიმართვა გააკეთა, სადაც თაყვანისმცემლების წინაშე ბოდიშს იხდის. კანადელი მომღერალი კარიერას წყვეტს და მთელ დროს ამიერდან 3 წლის ვაჟსა და მეუღლეს დაუთმობს.

2016 წლის ივნისში, 3 წლის ნოა არგენტინულ კლინიკაში მოხვდა, სადაც ყბაყურა დაუდგინეს, თუმცა მოგვიანებით დიაგნოზი სიმსივნით შეიცვალა. ოჯახი პრესის ყურადღებას გაურბის. მომღერალს ჯერ
არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს ნოას.

თაყვანისმცემლები მომღერალს უთანაგრძნობენ, ნოასთვის ლოცულობენ და მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating

RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS