03 ნოემბერი, 2016
ჯონი დეპი ყოფილ ცოლთან, ვანესა პარადისთან დაბრუნებას ცდილობს
ყოფილ ცოლთან, ემბერ ჰერდთან განშორების შემდეგ, ჯონი დეპი როგორც იქნა გონს მოვიდა და მზად არის ახალი ურთიერთობებისთვის.

გასულ დღეებში ჯონი ფილმის " კარიბის ზღვის მეკობრეების" გადაღებებზე ყოფილ ცოლთან, ვანესა პარადისთან ერთად შენიშნეს.

წყვილი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა. წყაროების ცნობით მსახიობები მეგობრულად სულაც არ იქცეოდნენ: "ჯონი ვანესას შეყვარებული თვალებით უმზერდა და შანსს არ უშვებდა მისთვის ხელი მოეკიდა. ვანესა სიამოვნებით იღებდა მის მზრუნველობას და განუწყვეტლივ ეფლირტავებოდა".

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მშობლების
შესაძლო შერიგებაზე ისაუბრა.

17 წლის მოდელი გამოტყდა, რომ მამამისი მათთან ურთიერთობას ემბერთან ქორწინების პერიოდშიც არ წყვეტდა. განშორების შემდეგ კი კიდევ უფრო ხშირად ურეკავდა და სტუმრად ეპატიჟებოდა.

ვანესა ორ შვილთან ერთად პარიზში ცხოვრობს, ჯონი კი დროის უმეტეს ნაწილს ლოს-ანჯელესში ატარებს.

ვანესა და ჯონი კანონიერ ქორწინებაში 14 წელი იყვნენ, მანამ, სანამ დეპი გადასაღები მოედნიდან ემბერ ჰერდთან არ წავიდა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბელა
ვანესა და ჯონი კანონიერ ქორწინებაში არასოდეს ყოფილან. ჯერ ინფორმაცია კარგად დაადგინეთ და მერე გამოაქვეყნეთ
23:17 / 07-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS