როგორც ცნობილია ორგანიზაცია 30 წელზე მეტი ხნის წინ აშშ-ში ჩამოყალიბდა და მიუხედავად კრიტიკისა და სექტანტობაში ბრალდებისა, დღემდე არსებობს და განაგრძობს განვითარებას.
ცნობილია, რომ ორგანიზაცია ხშირად იცვლის დასახელებასა და ადგილს, მაგრამ მსურველების რიცხვი " გახდნენ ლიდერები და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ" არ იკლებს.
ამავდროულად ინტერნეტში ხშირად ვცერლდება მონაწილეთა ნათესავების შემაშფოთებელი მიმოხილვები, რომ მათ ახლობლებს ზომბებად აქცევენ და ნამდვილ სექტაში აწევრიანებენ.
სემინარები და ლექციები ყოველთვიურად, რამდენიმე დღიანი კურსებით შემოიფარგლება - საშუალოდ 180-200 ადამიანი ესწრება. კურსის ღირებულება - 70 ათასი რუბლი ჯდება.
როგორც ლოლიტა ამბობს, მისმა ქმარმა 5 დღიან კურსში უკვე 66 ათასი რუბლი გადაიხადა.
- ჩემი ქმრისთვის ეს დიდი ფულია, რადგან ის ამ ფულს თვითონ გამოიმუშავებს და ჩემგან არაფერს იღებს. ეს "ტრენინგი" აბსოლუტური ფულის გამოძალვაა. ჩემი ქმარი სახლში ღამის 2 სთ-ზე ადრე არ ბრუნდებოდა. ვიღაცას ურეკავდა ტელეფონზე, საკუთარი სლენგები და კოდირებული მინიშნებები აქვთ. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამას პიროვნულ ზრდასთან?
- ჩემი ქმარი ჩემგან არასდროს არაფერს მალავდა, ის ძალიან გულახდილი, სანდომიანი და თბილი ადამიანია. სამწუხაროდ სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდებათ ამ "სასწავლო ცენტრებს". იმ 5 დღის განმავლობაში, რაც ჩემი ქმარი ამ "ტრენინგზე" დადის, ის წარმოუდგენლად შეიცვალა. ძალიან თბილი ადამიანისგან, რომელიც 7 წელია მიყვარს, ცივ და მკაცრ მამაკაცად გადაიქცა - ჰყვება მომღერალი.
- ვფიქრობ, რომ მსგავსი ცენტრების დაარსება და ფუნქციონირება ამერიკიდან მოდის. მსგავსი ამერიკული დივერსია, ჩემთვის ტერაქტის მზადების ტოლფასია. მე არ გავჩუმდები და პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მოსკოვის ამ "სასწავლო ცენტრს" ომს ვუცხადებ.
მეორეს მხრივ მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, ამ ცენტრის მისამართით მსგავსი ბრალდებების გამო, ლოლიტაზე განაწყენდა კიდეც:
- ეს მხოლოდ სასწავლო ცენტრია. არაფერია ისეთი, რაც რელიგიას უკავშირდება. იქ რომ ქრისტე ეხსენებინათ, ჩემს ქართულ უკანალს ავწევდი და წამოვიდოდი. ლოლიტას სიტყვები ჩემთვის საწყენი იყო, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და უკვე 18 წელია მარხვას ვიცავ. თანაც ლოლიტას ძალიან ახლოს ვიცნობ და გავნაწყენდი, რომ ამ ყველაფერზე პრესის საშუალებით ისაუბრა, იქნებ ჯერ ჩემთვის დაერეკა და ეკითხა. მან თქვა, რომ მე სექტის წევრი ვარ - ეს კი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, რადგან ქართული, ქრისტიანული ტრადიციების მიხედვით ვცხოვრობ და ჩემთვის ეს სირცხვილია.
- ტრენინგზე მივედი, რადგან ადრე ბევრს ვსვამდი და ვერთობოდი. იქ შენი სუსტი წერტილების დაძლევაზე საუბრობენ. ალკოჰოლში უარყოფითი თვისებები აღმოვაჩინე და მარტიდან აღარ ვსვამ. საქართველოში აღდგომაზე ღვინოც არ დამილევია. საკუთარ თავს მიზნები დავუსახე და მე მათ მივაღწიე. მათ შორის იყო ალბომის გამოშვება, რომელიც 8 წელია არ გამომიშვია, ოქტომბრის დიდი სოლო, საქველმოქმედო კონცერტი. ამ ყველაფერს 5 თვეზე ნაკლებ დროში მივაღწიე, ამ კურსების გავლის შემდეგ.
ლეა ხიმშიაშვილი
წყარო