02 ნოემბერი, 2016
ყველაზე საყვარელი პრინცესა და პრინცი - სად არიან ახლა და როგორები არიან?
"სამი კაკალი კონკიასათვის" ალბათ უამრავი ადამიანის ბავშვობის ლამაზ მოგონებად არის ქცეული. საოცრად ლამაზი და თბილი პერსონაჟები, დახვეწილი მუსიკა და ორიგინალური, თითქოს სრულიად არაზღაპრული გარემო, ამ ფილმს გამორჩეულად აქცევს ბევრ სხვა ფილმსა თუ ზღაპარს შორის. ალბათ გაინტერესებთ, როგორები არიან ახლა ეს საყვარელი პრინცი და პრინცესა?
კონკიას როლს ფილმში ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა ასრულებს. ის ახლა 63 წლისაა და ამბობს, რომ კინოთი ბავშვობიდან იყო გატაცებული. საოცარი გარეგნობის გამო, თავიდანვე პრინცესების როლებს სთავაზობდნენ და ბევრ ზღაპარში ათამაშეს, თუმცა
ისეთი პოპულარობა, როგორიც კონკიას ჰქონდა, მისმა ვერც ერთმა პერსონაჟმა ვერ მოიპოვა.

თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წარმატებით თამაშობდა კინოსა და თეატრში. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე, ცნობილი ჩეხი მსახიობი იოზებ აბრგამი, რომელთანაც მყარი ოჯახი შექმნა და ერთი ვაჟი გაუჩნდა. მათი შვილი დღეს პოპულარული პროდიუსერია.

ბოლო წლებში შაფრანკოვას საკმაოდ წარმატებული როლი ჰქონდა ოსკაროსან ფილმში "კოლია".

2009 წელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე პროექტი შეწყვიტა და შემდეგ ისევ დაუბრუნდა თეატრს. "რწმენა, ოჯახი, საქმე - ჩემი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილებია", - ამბობს შაფრანკოვა, რომელსაც არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, არ დადის აქტიურად საჯარო ღონისძიებებზე და თავისთვის წყნარად ცხოვრობს. იხილეთ სრულად + ფოტოები

mshoblebi
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS