01 ნოემბერი, 2016
დამნაშავეა თუ არა მურატ ნასიროვი იმაში, თუ ვინ გახდა მისი ქალიშვილი მომღერლის თვითმკვლელობიდან 10 წლის შემდეგ
იანვარში, ცნობილი მომღერლის მურატ ნასიროვის გარდაცვალებიდან 10 წელი გავა. "ბიჭმა, რომელსაც ტამბოვში სურდა" სიცოცხლე 38 წლის ასაკში, თვითმკვლელობით დაასრულა. ის საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადახტა.

მომღერალს დეპრესია ჰქონდა, რასაც ვერ გაუმკლავდა. ნასიროვის თვითმკვლელობის დროს, გვერდით ოთახში მისი 10 წლის ქალიშვილი და 5 წლის ვაჟი იმყოფებოდნენ.


Rating




































10 წლის შემდეგ, მომღერლის წამოზრდილმა ქალიშვილმა გულახდილ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა მამის გარდაცვალებაზე, საკუთარ ცხოვრებასა და მომავლის გეგმებზე.



ახლა ლია 20 წლისაა. ის პლეხანოვის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ საკუთარი
ცხოვრების ეკონომიკასთან დაკავშირებას არ აპირებს. გოგონა ოცნებობს, მამის კვალს გაჰყვეს, რადგან მისი მოწოდებაც მომღერლობაა.

Rating

























ლია ტკივილით იხსენებს იმ ღამეს, როცა მამამისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დადის ხმა, რომ მურატმა ეს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ გააკეთა. მაგრამ არსებობს ვერსიაც, რომ მომღერალი ფოტოს გადაღებისას წარუმატებელი რაკურსის შერჩევის გამო ფანჯრიდან გადავარდა, რადგან მას ხელში ფოტოაპარატი ეჭირა.
ლია კი სხვაგვარად ფიქრობს.

"მასზე ზემოქმედება გარედან მოახდინეს. ის ძალიან წარმატებული ადამიანი იყო, უზარმაზარი პოტენციალით. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დაუჯერებლად წარმატებული კარიერა ექნებოდა, რადგან მასზე ნიჭიერ ადამიანებს ესტრადაზე არ შევხვედრივარ. და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემია".

იმ ღამეს, როცა ნასიროვმა ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, ლიამ დაინახა, როგორ ჩაიცვა მამამისმა სასცენო კოსტიუმი, რის შემდეგაც ფანჯრიდან გადახტა.

დედის დახმარებით, გოგონამ ამ ტრაგედიის გადატანა შეძლო და ახლა თავს კარგად გრძნობს. საკუთარ ინტერვიუში ლია გამოტყდა, რომ მუსიკალურ კარიერაზე ოცნებობს და ამისთვის ყველაფერი აქვს: ბავშვობიდან დაკავებულია ვოკალით, უკრავს ფორტეპიანოზე, ითვისებს ბას და აკუსტიკურ გიტარებს. თუმცა სცენაზე გამოსვლის ჯერ ეშინია.
Rating
შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ გოგონას მსგავსება მამასთან.


ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS