მომღერალმა, ლეონიდ აგუტინმა ინსტაგრანზე ოჯახური ფოტო განათავსა და თაყვანისმცემლები გაახარა. მუსიკოსმა 17 წლის ქალიშვილი, ელიზავეტა გვაჩვენა - ფოტო ჰელოუვინის წვეულებაზეა გადაღებული.
გოგონა კარგად ჩახსნილ წითელ კაბაში, თამამი დეკოლტითაა წარმოდგენილი. ლიზა შეყვარებულთან, მარკთან ერთად, ჩახუტებული პოზირებს.
თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ გოგონა ძალიან ჰგავს მამას. გამოჩნდნენ ისინიც, ვინც აგუტინს ურჩიეს ქალიშვილისთვის ზედმეტად თამამი ჩაცმულობის გამო შენიშვნა მიეცა.
"ლამაზი წყვილი", "მამას გოგო, როგორ ჰგავს", "სამაგიეროდ დედის მკერდი აქვს", "მამა, ქალიშვისლ ასეთი თამამი ჩაცმულობისთვის შენიშვნა მიეცი",
მუსიკოსს ჰყავს უფროსი ქალიშვილიც - 19 წლის პალინა, წინა ურთიერთობებიდან. გოგონა სწავლობს და ცხოვრობს საფრანგეთში.
ლეა ხიმშიაშვილი