კონსტანტინეს თქმით, მან იტალია აღმოაჩინა და ისე შეიყვარა, რომ ოჯახთან ერთად ახლა იქ დიდ დროს ატარებს და ენის შესწავლასაც ცდილობს. გარდა ამისა ზრუნავს ჯანმრთელობაზე. იტალიაში ყოფნისას ცდილობს ფეხით ბევრი იაროს, რეგულარულად ცურავს. "დივანზე თუ წამოწვები, დიდი რისკია იმისა, რომ უკან იმაზე ორჯერ მსუქანი დაბრუნდე, ვიდრე ჩამოხვედი. სუფრისკენ გული განსაკუთრებით საღამოს
ცოლი გარდერობსაც აკონტროლებს - ვერა ბრენჟევა თავად ამოწმებს რა კიდია ქმრის კარადაში. მელაძე ასევე გამოტყდა, რომ ხშირად ერთსა და იმავე ტანსაცმელში სიარულს არჩევდა. ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. "ცოლი რომ არა, კვლავ ერთსა და იმავე მაისურით ვივლიდი. ადრე ასე იყო, 5-7 წლის მანძილზე ერთნაირი ტანსაცმელი მეცვა. საყვარელი მაისურების კოლექცია და 2-3 წყვილი ჯინსი მქონდა და მათგან არ ვძვრებოდი" - ამბობს პროდიუსერი.
კონსტანტინე გამოტყდა, რომ ბრეჟნევა მასზე ყველანაირად საკეთილდღეოდ მოქმედებს, არა მარტო ამ დეტალებზე. "მისით ყოველდღე, ყოველ საათში აღფრთოვანებული ვრჩები. ვერას დიდი გული აქვს და ცდილობს ყველას დაეხმაროს" - ჰყვება მელაძე და აქვე ადასტურებს, რომ მისი შემხედვარე უკეთესი ხდება.
მელაძე და ბრეჟნევა 2015 წლის 23 ოქტომბერს, იტალიაში, ფორტე-დეი-მარმის კურორტზე დაქორწინდნენ. ვერა მელაძის პროექტში "ვია გრა" 2003 წელს მივიდა და ცნობებით მათი რომანი ორი წლის შემდეგ დაიწო, თუმცა ეს გახმაურებული არ ყოფილა.
ლეა ხიმშიაშვილი