ნაგვის გადასამუშავებელი დახვეწილი სისტემა
ეს რაიონი 1969 წელს გაჩნდა, როდესაც კაიროს ქალაქის ადმინისტრაციამ
მიახლოებითი შეფასებებით, აქ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კვარტალში, რასაკვირველია, არის მაღაზიები, კაფეები და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოებიც, მაგრამ პირველი და მთავარი, რაც იქ თვალში მოგხვდებათ, რა თქმა უნდა, ნაგავია. ნაგავი აქ ყველგან არის - სახლის წინ, სახლში, სახურავზე, აივანზე.
ამ ადამიანებს, რომლებიც ნაგვის შეგროვებით ცხოვრობენ, ეგვიპტეში ცალკე სოციალურ ჯგუფსაც კი მიაკუთვნებენ - მათ ზაბალინებს უწოდებენ. ნაგვის შეგროვება, დახარისხება და გადამუშავება მათი ოჯახური ბიზნესია და როგორც ცნობილია, მათთვის საკმაოდ კარგი შემოსავალი მოაქვს.
კაიროს დანარჩენი მცხოვრებნი, სახლის მფლობელები, ნაგვის შემგროვებლებს გარკვეული თანხის საფასურად იძახებენ და თავიანთი ტერიტორიის დასუფთავებას სთხოვენ. სახელმწიფო ამ საქმიანობას არანაირად არ არეგულირებს და არც ეწინააღმდეგება. ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოკრებილი ნაგავი საბოლოოდ ''ნაგვის ქალაქში'' ხვდება, სადაც მისი დახარისხება, გადამუშავება და უტილიზაცია მიმდინარეობს.
კვარტალში ტიპური სახლი რამდენიმესართულიანია: პირველ სართულზე დიდი სათავსოა ნაგვის დახარისხებისა და ჩალაგებისთვის, ზედა სართულები საცხოვრებელია. სახლების სახურავებზე დახარისხებული და გასატანად გამზადებული ნაგვის ტომრებია განთავსებული. ზოგიერთ სახლზე მეტალის მოწყობილობებიც დგას იმ ნარჩენების დასაწვავად, რომელთა გადამუშავებაც შეუძლებელია
საკვები ნარჩენები ღორების კორმად გამოიყენება, ამიტომაც მიაჩნიათ მუსლიმანებს ამგვარი საქმიანობა მათთვის ''არაწმინდად'' . ქრისტიანი კოპტებისთვის კი ეს სავსებით მისაღები საქმეა.
ეს არქაული სისტემაა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად არის მიჩნეული - ზაბალინები შეგროვებული ნაგვის დაახლოებით 85%-ის გადამუშავებას ახერხებენ.
რა თქმა უნდა, ამგვარ საქმიანობას თან სდევს უსიამოვნო სუნი, რომლითაც მთელი კვარტალია გაჯერებული და ნაგვის დაწვისას ამოსულ კვამლსაც თავისი წვლილი შეაქვს ჰაერის დაბინძურებაში. თუმცა ტურისტებს ეს არ აშინებთ და ბევრი ადამიანი მიდის ამ ადგილას უცნაური ქალაქის დასათვალიერებლად.
ქრისტიანული ტაძარი
კვარტალის ერთადერთი ღირსშესანიშნაობაა კოპტების წმინდა სიმეონ მეწაღის სახელობის მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც აქ X საუკუნეში ცხოვრობდა და იმით გაითქვა სახელი, რომ მოკატამის მთა ადგილიდან დაძრა, ხალიფა ალ მუიზას თვალწინ.
ტაძრის ტერიტორია რამდენიმე ეკლესიისა და სამრეკლოსგან შედგება. ისინი განთავსებულია როგორც შენობებში, ისე მთის სიღრმეში მდებარე გამოქვაბულებში. ეკლესიის მიდამოებშია განთავსებული საბავშვო ბაღი, სკოლა და რამდენიმე საქველმოქმედო ქრისტიანული დაწესებულება.
ეს ტაძარი ერთ-ერთი უდიდესია ახლო და შუა აღმოსავლეთში და ოცი ათასამდე ადამიანის დატევა შეუძლია. ეკლესია 1975 წელს არის აგებული და მას ზაბალინები თავიანთ მცველად მიიჩნევენ.
აქ თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან ეგვიპტის დანარჩენ ტერიტორიაზე ქრისტიანები ასეთივე უსაფრთხოებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. ტაძრის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის მამა სამაანს, კოპტელ მღვდელს, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ეხმარებიან. კონკრეტულად მათი ღვაწლის შედეგია კლდეში აგებული ტაძარი, რომელსაც ასევე უწოდებენ - კლდე და სალოცავად ზაბალინები ამ დიდ ტაძარში დადიან.
ჟურნალი ''რეიტინგი''