26 ოქტომბერი, 2016
კიმ კარდაშიანმა გაამხილა როგორ გამოიმუშავა მილიონები, ყოველგვარი ნიჭის გარეშე
ეს ის კითხვაა, რომელსაც ვარსკვლავის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებიც სვამენ: რატომ გახდა კიმ კარდაშიანი ასეთი პოპულარული?

როგორც თავად ტელევარსკვლავი გამოტყდა (ინტერვიუ მის გაქურდვამდე ჩაიწერა) მან იცის საიდუმლო, როგორ აიძულოს ადამიანები "შეიყვარონ".

"ეს უნარია - იყო ბრენდი, რომელიც ნამდვილად წარმატებულია იმაში, რომ ხალხს უყვარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს".
კიმი ჰყვება, რომ 2007 წლიდან მისი ცხოვრება ყველა სახის სოციალური ქსელით გადაიცემა.

"მე ვფიქრობ, რომ ამას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, ხომ გესმით?"

მან უბრალოდ ფულად აქცია საკუთარი ცხოვრება. "დარწმუნებული ვარ,
ჩემი ცხოვრების დადებითი მხარეები ბევრად მომგებიანია, ვიდრე მინუსები. თუმცა, რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეებიც არის: კონფიდენციალურობის სრული არ არსებობა. მაგრამ მე ამასთან გამკლავება შემიძლია".

კარდაშიანი გამოტყდა, რომ ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა, რომ არა სოციალური ქსელი. "ჩემს კარიერას მთლიანად სოციალურ ქსელს უნდა ვუმადლოდე".

კიმ კარდაშიანს ამჟამად ინსტაგრამზე 85,9 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანუკ კარდაშიანი
მან მხოლოდ უკანალი გაიბერა და ეს საკმარისი აღმოჩნდა პოპულარობისთვის. ამით არა მხოლოდ ცხოვრება მოიწყო, არამედ ყველგან რბილი ჯდომა გარანტირებული აქვს.
10:00 / 28-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS