მსახიობს ორი შვილის დაკრძალვა მოუხდა. პირველმა ცოლმა, ნატალია საგოიანმა მას ორი ტყუპი ვაჟი გაუჩინა. ერთ-ერთი მათგანი დაბადებისთანავე გარდაიცვალა, მეორე შვილს კი 23 წლის ასაკში უბედურება შეემთხვა - დიმიტრის ტროტუარზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა. ბიჭმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.
ამ ტრაგიკულ ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი აუხსნელი ფაქტი - ალექსანდრე დამაგაროვის ბებიამ იცოდა, რომ დიმიტრი დაიღუპებოდა. მან თქვა: "მეორეც მალე წავა". ახლა მსახიობს მეორე ქორწინებიდან ერთადერთი ვაჟი, ალექსანდრე დარჩა.
ალექსანდრე დამაგაროვ უფროსს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისტიკა მის ცხოვრებას თან სდევს და მას მინიშნებების, მათ შორის ჰოროსკოპისაც სჯერა.
"მე ბებიაჩემის მჯეროდა: მას შეეძლო ის, რაც არავის შეეძლო. მე ეს ჩემი თვალით მინახავს და საკუთარ თავზე გამომიცდია, როცა მკურნავდა. მაშინ არანაირი ექიმი არ ყოფილა - იყო მხოლოდ ბებიაჩემი, რომელიც მეხმარებოდა. ის მოდიოდა, რაღაცას მეუბნებოდა და მე უკეთ ვხდებოდი" - ჰყვება დამაგაროვი.
ახლა, როცა ბებია ცოცხალი აღარაა მსახიობი საკუთარ ინტუიციას უსმენს და სჯერა ჰოროსკოპის, რაც ხშირად ხდება.
"ორი ნაბიჯი უკან მაქვს, ერთი წინ. მე 100%-იანი კირჩხიბი ვარ. კირჩხიბის მიხედვით ყველაფერი სრულდება. ყველაფერი, რაც წერია ზუსტია და წლებთან ერთად კიდევ უფრო ვრწმუნდები" .
სამწუხაროდ მსახიობის დანაკარგი ამით არ შემოიფარგლება. 2015 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე დამაგაროვის საყვარელი ქალი, ლარისა ჩერნიკოვა გარდაიცვალა. მსაიოხიობმა საყვარელი ქალის დაკარგვა ძალიან განიცადა. ვიმედოვნებთ, რომ ალექსანდრე დამაგაროვის ცხოვრებაში შავი დღეები დასრულდება და ყველაფერს ახალი ფურცლიდან დაიწყებს.
ლეა ხიმშიაშვილი