25 ოქტომბერი, 2016
მიკ ჯაგერმა ფეხმძიმე მეგობარი გოგონა რუსი მოდელის გამო მიატოვა
მიკ ჯაგერი კვლავ მოდელ მაშა რუდენკოს ხვდება. პირველად 73 წლის მუსიკოსისა და 30 წლის მოდელის ურთიერთობა გასულ ზაფხულს გახმაურდა. მაშინ ყვითელი პრესა წერდა, რომ ჯაგერმა რუდენკოსთან რომანი, ბალერინა მეგობარი გოგონას, მელანი ჰამრიკის ზურგს უკან გააბა.

"მიკი კვლავ შეყვარებულია. ის მაშაზე გიჟდება" - წერენ წყაროები. ჯაგერმა ჰამრიკთან შეხვედრა, ყოფილი მეგობარი გოგონას, ლორენ სკოტის თვითმკვლელობიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მუსიკოსის ახალმა რომანმა უბიძგა სკოტს თვითმკვლელობისკენ. "ახლა მელანი იმავეს იგრძნობს, რაც ლოურენმა განიცადა, როცა მიკის ღალატის
ამბავი გაიგო. მელანიმ არც კი იცის, რომ მას მოდელთან აქვს რომანი. თავად მაშა კი მიიჩნევს, რომ ის მუსიკოსის ახალი შეყვარებულია" - ჰყვება ერთ-ერთი წყარო და ამტკიცებს, რომ როცა მელანი ამ ამბავს გაიგებს, დიდ უთანხმოებას ექნება ადგილი.

Rating


ერთი წლის წინ, რუდენკოსა და ჯაგერის რომანის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა და როკერი ჰამრიკთან ურთიერთობას აგრძელებდა.

ამჟამად ბალენირა მიკისგან ბავშვს ელოდება. როცა მუსიკოსმა გოგონას ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, მელანისთვის ნიუ-იორკში 5 მილიონ ფუნტად სახლი შეიძინა და მზად არის მომავალ ბავშვს ყოველთვიურად 15 000 დოლარი გადაუხადოს, ვიდრე სრულწლოვანი არ გახდება. ჰამრიკი და ჯაგერი ფორმალურად ჯერ კიდევ წყვილია, თუმცა შეხვედრებისთვის დროს ვერ ნახულობენ, აცხადებენ წყაროები.

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS