24 ოქტომბერი, 2016
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ფრანგულ შატოს ყიდიან, სადაც ქორწილი გადაიხადეს
ჰოლივუდის წყვილი, ანჯელინა და ბრედ პიტი განქორწინების ზღვარზე არიან, მათ უკვე გაიტანეს გასაყიდად ცნობილი შატო მარივალი. სადაც ქორწილი ორი წლის წინ გადაიხადეს. ამიტომაც. ამ ადგილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოჯახის ყველა წევრისთვის, რაზეც წყვილს არა ერთხელ უსაუბრია.

ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პიტისთვის იყო. მან არა ერთხელ დაასახელა ეს ადგილი მისთვის ყველაზე საყვარელ მხარედ მსოფლიოში. მსახიობის ოცნება იყო, მომავალში შვილებისათვის მოეწყო ეს ადგილი. დღეს კი, როცა განადგურებული ბრედი ანჯელინასთან ბავშვების მეურვეობის საკითხებზე იბრძვის, გაჟონა ინფორმაციამ, რომ ფრანგული შატო უკვე
შეფასებულია და მალე ბაზარზე დაიდება გასაყიდად.

შატო მირავალი დაახლოებით 500 ჰექტარია და წყვილმა ის 60 მილიონ დოლარად იყიდა.

ძველებული სასახლის გარშემო, შატოს აქვს სამლოცველო, ფერმა, ასევე ვენახები, სადაც წყვილის სახელობის ღვნო მზადდება. ახალი ბრენდი წყვილმა რამდენიმე წლის წინ გამოუშვა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. თუმცა, მალე შატო მირავალს ახალი მფლობელი ეყოლება. იხილეთ ფოტოები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS