21 ოქტომბერი, 2016
სტას პიეხამ ბებიაზე უარი თქვა
მომღერალმა ბავშვობაში გადატანილ სტრესზე ისაუბრა, რომლის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ სცენაზე აღარასდროს გამოვა.

კომპოზიტორის, ვიქტორ დრობიშის საიუბილეო კონცერტი სტას პიეხასა და ვალერიას დუეტით გაიხსნა. თავის დროზე ამ დუეტმა უამრავი პრიზი მიიღო, მაგრამ როგორც სტასი გამოტყდა, მომღერლობას ის სულაც არ აპირებდა. უბრალოდ არ სურდა, ცნობილ ბებიას დამსგავსებოდა.

ოჯახმა სტასს დააძალა, რომ მუსიკით დაკავებულიყო და საბოლოოდ სახელმწიფო მუსიკალურ სასწავლებელში, საესტრადო-ჯაზის განხრაზე ჩააბარა. თავად სტასი კი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.

"მახსოვს, როცა 4 წლის ასაკში ლენინგრადში, სცენაზე უცნაური ქალი დავინახე.
შიფონის ფრიალა კაბა, მკერდზე ვარდი, აფუებული თმა. გაკვირვებულმა ვიკითხე: "ეს ვინ არის?" მაშინ მიპასუხეს, რომ ეს ბებიაჩემი, ელიტა პიეხაა.

შოკში ვიყავი და მის აღიარებაზე უარი ვთქვი. ვირწმუნებოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო: ბებია სიმაღლით უფრო დაბალი იყო და სხვა ვარცხნილობა ჰქონდა. უბრალოდ , მანამდე ის მხოლოდ სახლის ფორმაში მენახა" - გამოტყდა სტატი.

მას შემდეგ, როგორც სტას პიეხა ამბობს, თავს პირობა მისცა, რომ არტისტი არასდროს გახდებოდა: "გადავწყვიტე, რომ პეტერბურგელი ბიჭები ვერ გამიგებდნენ, თუ მეც ასეთივე შიფონში გამოვეწყობი, გულზე ვარდით, და ჯერ მფრინაობამ გამიტაცა, შემდეგ კი სპორტმა".

Rating

ყველაფერი 2004 წელს შეიცვალა, როცა სტასმა ყველასთვის მოულოდნელად ტელეპროექტის "ვარსკვლავების ფაბრიკა" კასტინგი გაიარა. "ბოროტი ენები ჭორაობდნენ, რომ ჩემთვის ბებიაჩემმა გადაიხადა, რომ ვიღაცებს დაურეკა. მე ყველა ჭორი გავაქარწყლე, როცა ვთქვი, რომ ბებიაჩემს ჩემთვის არ გადაუხდია, რადგან ფული არ აქვს, ტელეფონი კი აქვს, მაგრამ არავის ურეკავდა" - განმარტა სტასმა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS