წყაროს ცნობით "მედოკსმა მომხდარი ძალიან ემოციურად აღიქვა. გარდა ამისა, ის ძალიან ახლოსაა ენჯისთან და თავს ანჯელინას შვილად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ბრედის".
მიუხედავად ყველაფრისა, მამისა და შვილის შეხვედრა მაინც შედგა: ორი დღის წინ მედოკსი მამასთან შეხვედრაზე დათანხმდა.
მედოკსი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ვაჟია. მსახიობმა ის 2002 წელს იშვილა, პიტთან გაცნობამდე 2 წლით ადრე.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ შვილთან კამათი გახდა მეუღლეებს შორის უთანხმოების ბოლო წვეთი და ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა.
ცნობებით მედოკსი მშობლების კამათში ჩაერია, რის შემდეგაც მამისგან მკაცრი საყვედური მიიღო. ამის შემდეგ პიტის წინააღმდეგ, ბავშების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის საქმე აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგად მსახიობის აგრესიული ქმედება არ დადასტურდა.
ლეა ხიმშიაშვილი