21 ოქტომბერი, 2016
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ვაჟი მამასთან შეხვედრაზე უარს ამბობს - 15 წლის მედოკსი მსახიობს მამად აღარ მიიჩნევს
განქორწინების ამბის გავრცელებიდან, თითქმის ერთი თვე გავიდა და ბრედმა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბავშვების ნახვის უფლება მოიპოვა. თუმცა პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ შეხვედრაზე ჯოლი-პიტის შთამომავლობა სრულად არ მისულა - ვარსკვლავური ოჯახის უფროსმა ვაჟმა, 15 წლის მედოკსმა მამასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

წყაროს ცნობით "მედოკსმა მომხდარი ძალიან ემოციურად აღიქვა. გარდა ამისა, ის ძალიან ახლოსაა ენჯისთან და თავს ანჯელინას შვილად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ბრედის".

მიუხედავად ყველაფრისა, მამისა და შვილის შეხვედრა მაინც შედგა: ორი დღის წინ მედოკსი მამასთან შეხვედრაზე დათანხმდა.
სიტუაციაზე დეტალური ცნობები ჯერ არ არის, თუმცა ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ფსიქიატრის თანხლებით შედგა.

მედოკსი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ვაჟია. მსახიობმა ის 2002 წელს იშვილა, პიტთან გაცნობამდე 2 წლით ადრე.

Rating

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ შვილთან კამათი გახდა მეუღლეებს შორის უთანხმოების ბოლო წვეთი და ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა.

ცნობებით მედოკსი მშობლების კამათში ჩაერია, რის შემდეგაც მამისგან მკაცრი საყვედური მიიღო. ამის შემდეგ პიტის წინააღმდეგ, ბავშების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის საქმე აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგად მსახიობის აგრესიული ქმედება არ დადასტურდა.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS