20 ოქტომბერი, 2016
5 ოლიგარქი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ
ხალხის უმრავლესობა 30 წლის შემდეგ საკუთარ ცხოვრებას კრიტიკულად აფასებს და ნანობენ, რომ ღირსეული ვერაფერი გააკეთეს. თავში კი ერთი აზრი მოდის, რომ დრო წავიდა და ისღა დაგრჩენიათ არსებულ მდგომარეობას შეეგუოთ.

სინამდვილეში ასე არ არის. მოგიყვებით იმ ადამიანების ისტორიას, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ თავიდან დაწყება გვიანი არასდროსაა და წარმატება ცოტა მოგვიანებით მოვა.

1. რეი კროკი, მაკდონალდსის დამაარსებელი

აი, რას წერს რეი კროკი საკუთარ ცნობილ წიგნში - "მაკდონალდსი: როგორ შეიქმნა იმპერია" – "1954 წელს 52 წლის ვიყავი.
დიაბეტი და ართრიტი
მაწუხებდა. ამომკვეთეს ნაღვლის ბუშტი და ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილი. მაგრამ მომავლის მჯეროდა". და საბედისწერო მომენტი მაშინ დადგა, როცა 52 წლის ასაკში ძმები მაკდონალდსები გაიცნო.

2. ჰენრი ფორდი, კომპანია ფორდ მოტორის დამფუძნებელი

36 წლამდე ჰენრი ფორდი ედისონის კომპანიაში ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. პირველი ავტომობილი 30 წლის ასაკში შექმნა, საკუთარი კომპანია კი, მხოლოდ 10 წლის შემდეგ დააარსა. ფორდი ყველაზე წამრატებული 1908 წელს გახდა, მაშინ ჰენრი ფორდი 45 წლის იყო.

3. მაიკლ ბლუმბერგი, საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგის დამაარსებელი

მომავალი მილიარდერი, მაიკლ ბლუმბერგი 39 წლის ასაკში ქუჩაში აღმოჩნდა. "რთულად დასაჯერებელია, მაგრამ ეს ყველაფერი სწორედ მე შემემთხვა - 39 წლის ვიყავი, როცა მითხრეს: "თავისუფალი ხარ". სამსახურის გარეშე დავრჩი, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე ჩემი ცოვრების აზრი გახდა. მეორე დილით მუშაობა დავიწყე ახალი კომპანიის, ბლუმბერგის შექმნაზე. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო".

4. ჯორჯ სოროსი, მსოფლიოში უდიდესი ინვესტორი

ყველაფერი ასე დაიწყო - 1960-იანი წლების ბოლოს, როცა ჯორჯი 40 წლის იყო, Arnhold & S. Bleichroeder-ში უფრო მაღალი თანამდებობის დასაკავებლად, შეძლო კომპანიის მმართველები დაერწმუნებინა, ორი ოფშორული ფონდის ორგანიზება და მართვა მისთვის დაევალებინათ. ამ სამსახურმა სოროსს საკუთარი ფონდი შეექმნის იდეა გაუჩინა. Soros Fund Management მოგვინებით კი Quantum Fund-ს, არცერთ წელს არ ჰქონია დანაკარგი. 1971 წელს ფონდის აქტივების ღირებულებამ 12,5 მილიონი დოლარი შეადგინა, ერთი წლის შემდეგ კი 20 მილიონი დოლარი. მაშინ სოროსი 41 წლის იყო.

5. სემ უოლტონი, Wal-Mart-ის დამფუძნებელი

ნიუპორტში სემ უოლტონის პატარა მაღაზია 5 წლის მანძილზე იკიდებდა ფეხს, მაგრამ მოულოდნელად კრახი განიცადა - შენობის მფლობელი იჯარის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. სემი საშინლად განიცდიდა. 44 წლის ასაკში ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. მან ნიუპორტი დატოვა და ოჯახთან ერთად ბენტოლვინში გადავიდა, ყველაფერი ნულიდან დაიწყო. დააარსა მაღაზია Five & Ten Cents. ასე გაჩნდა თვითმომსახურების სუპერმარკეტის გახსნის იდეა - პირველად ამერიკაში და შემდეგ მსოფლიოში. ამ იდეამ სემი ძალიან მდიდარ ადამიანად აქცია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS