20 ოქტომბერი, 2016
ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი განქორწინებისთვის ემზადებიან
მსოფლიო ჯერ კიდევ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებაზე ღელავს, პრესაში კი უკვე კიდევ ერთი მტკიცე კავშირის დასრულებაზე წერენ - ჰოლივუდის მსახიობი ნიკოლ კიდმანი და მისი ქმარი კიტ ურბანი განქორწინების პროცესისთვის ემზადებიან.

განქორწინების ოფიციალური დასტური ჯერ არ არსებობს, თუმცა უკვე 2 თვეა ნიკოლი და კიტი საზოგადოებაში ერთად არ ჩნდებიან, ერთმანეთს არ ხვდებიან და საერთოდაც სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ.
Rating
სოციალურ ქსელში არაერთხელ განიხილებოდა კიტ ურბანის ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

ნიკოლი ქმარს ცუდი ჩვევის დაძლევაში ეხმარებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მცდელობა
უშედეგო აღმოჩნდა. ქორწინებიდან ზუსტად 4 თვეში კიტმა დადებული პირობა დაარღვია და კლინიკაში დიდხანს მკურნალობა მოუხდა. გარდა ამისა, კიტს ხშირად ხედავდნენ ახალგაზრდა თაყვანისმცემლებთან, დამწყებ მსახიობებთან და მოდელებთან.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა 2006 წლის 25 ივნისს, ავსტრალიაში იქორწინეს. 2 წლის შემდეგ წყვილს ქალიშვილი, სანდეი როუზი შეეძინა. მეორედ ნიკოლი და კიტი სუროგატი დედის წყალობით გახდნენ მშობლები - 2010 წელს სანდეის და, ფეიტ მარგარეტი შეეძინა.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS