19 ოქტომბერი, 2016
ცნობილების ყველაზე ძვირად ღირებული და მდიდრული ვილები
დილაობით ლურჯი ოკეანით ტკბობა ან თუნდაც თბილ ქვიშაზე გასეირნებაზე ცხოვრებაში ერთხელ ყველა ადამიანს უოცნებია. როცა ვარსკვლავი ხარ ოცნების ახდენა და სანაპიროზე სახლის აშენება არც ისე რთულია.

ფილიპ კირკოროვის ვილა მაიამიზე

RatingRating

ჯერ კიდევ პირველი შვილის დაბადებამდე, ფილიპმა შესანიშავი ორსართულიანი ვილა შეიძინა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე - ადგილზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია მილიონერთა ქალაქს უწოდებენ.

სახლის უკან უზარმაზარი აუზი, გოლფის მოედანი და მოსასვენებელი ადგილია. აქვს 7 საძინებელი, საკუთარი სააბაზანოებითა და ჯაკუზით. 2 მისაღებ ოთახში ანტიკვარული ავეჯი და როიალია,
აქვს სავარჯიშო დარბაზი, კინოთეატრი, 2 სამზარეულო, კაბინეტი. შესანიშნავი ტერასა თავისი სავარძლებითა და მაგიდებით, წვეულებისთვის.

და რაც მთავარია, ვილას საკუთარი გასასვლელი აქვს პლაჟზე.

ანტონიო ბანდერასის ვილა მარბელაში
RatingRating
ანტონიო ბანდერასმა ანდალუსიის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი შეარჩია - კოსტა დელ სოლი, რაც ესპანურად "მზიან სანაპიროს" ნიშნავს.

ოქროსფერი პლაჟი, კარგი კლიმატი, შესანიშნავი ბუნება და საინტერესო არქიტექტურა, რამაც მარბელა ელიტურ კურორტად აქცია.

ორსართულიანი შენობა, 6 საძინებლითა და რამდენიმე სასტუმრო ოთახით, 4 ჰექტარზე დგას. ინტერიერის ნათელი ფერები მშვიდ, ზაფხულისთვის იდეალურ, მოსასვენებელ გარემოს ქმნის. ბანდერასს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, ესპანეთში ვიზიტის დროს ანტონიოს სტუმრად მიშელ ობამაც ჰყავდა.

ვალერი ლეონტიევის ესპანური ვილა

RatingRating

ლეონტიევის ერთ-ერთი ვილა კოსტა ბლანკას სანაპიროზეა განლაგებული. ის 1500 კვადრატულ მეტრზე მეტს იკავებს, აქედან 350 კვმ შენობის გარშემო ხეხილის ბაღს უჭირავს. ოთახების უმრავლესობა, მათ შორის სასადილო და სავარჯიშო ოთახები ზღვის ხედითაა.

მომღერლის შეკვეთით, მისაღები ოთახი ნატურალური, ძვირფასი ქვებითაა გაფორმებული.

მეთიუ პერის სახლი მალიბუზე
RatingRating
სულ უფრო მეტი ვარსკვლავი სიმდიდრედ არაპომპეზურ ინტერიერს მიიჩნევს, ლამაზ ხედად კი ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს.

სწორად შერჩეული პალიტრის წყალობით, თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ცისფერი, უზარმაზარი ფანჯრებით, განცდა გეუფლება, თითქოს ოკეანის სანაპიროზე იმყოფები.

შენობა დაყოფილია არა ოთახებად, არამედ ზონებად, რაც ვიზუალურად რამდენჯერმე ზრდის. ნესბისმიერი ადგილიდან ოკეანის ხედი იშლება, ასე რომ ამით შესაძლებელია სააბაზანოდანაც დატკბეთ. ტერასას გასვლელი აქვს პლაჟზე, სადაც ცურვისა და სერფინგისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ნაომი ქემბელის ეკო-სახლი
RatingRating
თურქეთის კუნძულზე ნაომი ქემბელისთვის თანამედროვე და ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სახლი აშენდა. სახლი ძალიან ორიგინალურია და ჰოროსის თვალის ფორმისაა - განკურნებისა და უსიამოვნებებისგან თავის არიდების ეგვიპტური სიმბოლო.

ესპანელმა არქიტექტორმა, ლუის დე გარიდომ, ამ უზარმაზარ ნაგებობაში 5 მისაღები, 25 საძინებელი, სავარჯიშო დარბაზი და სასათბურე ზღვისა და პარკის შესანიშნავი ხედით განალაგა. ე.წ. თვალში განთავსებულია ლანდშაფტური ტერასა მინის პანელებით, რის წყალობითაც მთელი შენობა ნათელია.

თუ ძალიან ცხელა, შუშები სპეციალური ჟალუზებით იხურება, ეს სასათბურე ეფექტს ქმნის და ამის ხარჯზე სახლიც თბება. სახლის სახურავზე დამონტაჟებულია მზის ბატარეები. სისტემაში შემავალი ყველა ეს კომბინაცია და წვიმის წყლის გადამუშავება, ვილას მთლიანად ავტონომიურს ხდის და ირგვლივ ნებისიერ დაბინძურებას გამორიცხავს.

ბუნებაზე ამგვარი მზრუნველობა, ნაომის ღირსებას სძენს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS