მონიკა ბელუჩი
ბუნებრივი მაკიაჟი ყოველდღიური მოხმარებისთვის
"ნატურალურ მაკიაჟს ვანიჭებ უპირატესობას. ყოველდღიურად ვიყენებ ღია-ნაცრისფერ, ან ყავისფერ ტონებს, ისინი ხაზს უსვამენ ჩემს თვალებს, ასევე წამწამებს ყოველთვის შავი ტუშით ვიღებავ. ტუჩებისათვის კი ხორცისფერ პომადას ვიყენებ"
ჯანსაღი ძილი
"მიყვარს ძილი. ამიტომაც არ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში დილაობით. სხვა დრო ვარჯიშისათვის არ მაქვს, დილით კი მირჩევნია მეძინოს. "
"აბაზანის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხვრება. ძალიან მიყვარს წყალში ყოფნა და ამ პროცედურებს 45-60 წუთს ვუთმობ. "
ზეითუნის ზეთი თმისთვის
მონიკას იდეალური თმა აქვს, თუმცა ეს გასაკვირიც არაა. იტალიური გენები და მოვლა თმების ჯანმრთელობის საიდუმლოა. "თმას კვირაში ორჯერ ვიბან , ასევე ხშირად ვიყენებ ზეითუნის ზეთს, რომელიც თმას კვებავს და ბრწყინვალებას მატებს მას".
სწორი კვება
მონიკა აღიარებს, რომ არასოდეს ყოფილა დიეტაზე . "მე იტალიელი ვარ და მიყვარს ჭამა. ამიტომ დიეტები ჩემთვის არ არის. თუ როლისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლებაა საჭირო, შემიძლია შევზღუდო რაციონი. როგორც წესი, მხოლოდ ხორცს, თევზს და ბოსტნეულს როცა ვიღებ, წონაშიც ადვილად ვიკლებ. იხილეთ სრულად