18 ოქტომბერი, 2016
ანჯელინა ჯოლი პიტთან დაშორების შემდეგ პირველად გამოჩნდა
მსახიობს თან პირადი მცველები ახლდა, ბავშვები ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ბრედ პიტთან ხმაურიანი განშორების შემდეგ ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი,  პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს.

ჯოლი მალიბუში გადაიღეს, როცა ახალ საცხოვრებელ სახლს ათვალიერებდა. მსახიობს თან ახლდა უფროსი ძმა ჯეიმს ჰეივენი და 6 შვილი.

გავრცელებული ინფორმაციით ჯოლიმ სახლში ერთი საათი დაჰყო.

წყაროების ცნობით მსახიობი ძალიან ბედნიერად და დასვენებულად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ განშორების შემდეგ პიტი საზოგადოებას ჯერ არ შეუნიშნავს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS