16 ოქტომბერი, 2016
პირველად გოგონების კოსმეტიკის სახე 17 წლის ბიჭი გახდა
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. წარმოგიდგენთ 17 წლის ბიჭს, რომელიც გოგონების კოსმეტიკური საშუალებების ოფიციალური სახე გახდა.
მისი სახელია ჯეიმს ჩარლსი, ის ვიზაჟისტია, ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში.

ის, რომ ცხოვრებაზე საკუთარი დამოკიდებულება წარმატებით სრულდება, ამას ჯეიმსი ამტკიცებს - მას სურდა ცნობილი ვიზაჟისტი, მოდელი გამხდარიყო და მისი ოცნება პრაქტიკულად ახდა.

2 დღის წინ, ჯეიმს ჩარლზმა ინსტაგრამზე საზოგადოებას თავი გააცნო:

Rating
"ისეთი აღფრთოვანებული, გაოცებული და ბედნიერი ვარ და რა თქმა უნდა, მიხარია გამცნოთ, რომ @covergirl- ის ახალი სახე ვარ. პირველი მამაკაცი
გოგონების ცნობილი კოსმეტიკური მარკისთვის. ჩემი კარიერა ინსტაგრამზე 1 წლის წინ დავიწყე, რომ სხვა შემოქმედებითი ადამიანებისთვის შთაგონების წყარო გავმხდარიყავი, ამასთან საკუთარი თავი შემოქმედებითად გამომეცადა. გულწრფელად ვიმემოდვნებ, რომ პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს და ამ კუთხით განვითარდება".

ჯეიმსს ინსტაგრამზე უკვე უამრავი გამომწერი ჰყავს.

აშკარაა, რომ ბიჭი არა მარტო ლამაზი, მხიარული და მომხიბვლელია, არამედ პროფესიონალურად ფლობს მაკიაჟის სხვადასხვა ტექნიკას, რითიც შეუძლია იამაყოს. მისი ნამუშევრების პორტფოლიო ძალიან დიდია.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS