პრესაში მათი დაშორების უამრავი მიზეზი გაჟღერდა. ერთ-ერთი ვერსიით ჯოლი-პიტის ურთიერთობაში მესამე პირი ფიგურირებს - ეს ანჯელინას ახალი რჩეულია.
ახლა საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, თუ ვინ არის მამაკაცი, რომელიც ჯოლიმ პლანეტაზე ყველაზე სასურველ მამაკაცს, კანონიერ ქმარს - ბრედ პიტს არჩია?
1. ანჯელინა ჯოლის ახალი რჩეულის სახელი კვლავ გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მამაკაცი ახლო აღმოსავლეთიდანაა, სწავლობდა ოქსფორდში და აქვს კარგი შემოსავალი, მეტი ვიდრე
2. მსახიობმა კაცი ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, ახლო აღმოსავლეთში, დაახლოებით 6 თვის წინ გაიცნო.
3. ჯოლის ახალი საყვარელი ცოლიანია. მეტიც, ცოლმა ქმრის ახალი ინტერესის ამბავი იცის, თუმცა მასთან დაშორებას არ აპირებს. ამ მიზეზით შეყვარებულები რომანს არ ასაჯაროვებენ. ბიზნესმენის ვინაობის დასახელების შემთხვევაში მის რეპუტაციას სერიოზული საფრთხე ელის.
რაც შეეხება ჯოლის, ფაქტი, რომ მისი რჩეული ცოლიანია, არასდროს აშინებდა - თითქმის ყველა მისი ურთიერთობა "სასიყვარულო სამკუთხედით" დაიწყო.
ლეა ხიმშიაშვილი