სელინ დიონმა მეუღლე 2016 წლის იანვარში დაკარგა. რენე ანჟელილი კიბოსთან დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მომღერალი გარდაცვლილ ქმარს სიყვარულში დღემდე უტყდება და თავს გათხოვილ ქალად მიიჩნევს.
ლას ვეგასში მორიგი გამოსვლის დროს, სელინი გამოტყდა, რომ რენე ერთადერთი მამაკაცი იყო, ვინც უყვარდა და ვისაც კოცნიდა: "მისი გარდაცვალების გადატანა ყველასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა - ჩემთვის, ჩვენი შვილებისთვის. განსაკუთრებით
წამყვანის გაოცებაზე სელინმა უპასუხა: "დიახ, მე ცხოვრებაში არავისთვის მიკოცნია, გარდა ჩემი ქმრისა. ის ჩემი მეორე ნახევარი იყო. ჩემი პარტნიორი ყველაფერში, ერთად კი ერთი მთლიანი ვიყავით. ამიტომ, როცა მისი მრავალწლიანი ტანჯვა დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მისი დაკარგვა ძალიან რთული იყო, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მისთვის ასე აჯობებდა, მან ხომ სიმშვიდე დაიმსახურა".
შეუყვარდება, თუ არა კიდევ ოდესმე, სელინმა არ იცის - ახლა მისი გული რენეს ეკუთვნის: " მე ის დღემდე მიყვარს და ჩემი გული კვლავ მას ეკუთვნის. მამაკაცის სიყვარული? მე მაქვს ჩემი შვილების სიყვარული, ჩემი თაყვანისმცემლების სიყვარული, ადამიანების, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობ. ასე რომ, ჩემს ცხოვრებას სიყვარული არ აკლია. მომღერალ სიას სიმღერის ტექსტში ასეთი სიტყვებია: "როცა დასაძინებლად მივდივარ, წარმოვიდგენ, რომ დასაძინებლად შენთან ერთად მივდივარ".
ასე წარმოვიდგენ მეც როცა დასაძინებლად მივდივარ. სცენაზეც მასთან ერთად ავდივარ და საერთოდ, მე ჯერ კიდევ მასზე ვარ დაქორწინებული" - აცხადებს ვარსკვლავი.
ლეა ხიმშიაშვილი