12 ოქტომბერი, 2016
ფოტორეპორტიორები პრინცესა შარლოტას დედოფალ ელისაბედთან მსგავსებამ გააოგნა
ბრიტანელი მონარქებისა და მათი შთამომავლების ცხოვრება მუდმივად აისახება ფოტოკამერების ობიექტივში.

ცოტა ხნის წინ, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი კანადას ეწვივნენ. პაპარაცების ინტერესის მთავარი ობიექტები ასევე იყვნენ 4 წლის პრინცი ჯორჯი და 1 წლის პრინცესა შარლოტა.

ჟურნალისტებმა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი აღნიშნეს. უამრავ კადრზე დაკვირვებისას, პრინცესა შარლოტა ვიღაცას ძალიან მოგაგონებთ და თუ პატარას ახალ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, მის მსგავსებას ელისაბედ II-სთან აუცილებლად აღმოაჩენთ.

თავად ნახეთ - მათ ერთნაირი თვალის ფორმა და ფერი აქვთ, თითქმის იდენტური წარბების
ფორმა და ცხვირი.


ლეა ხიმშიაშვილი
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS