10 ოქტომბერი, 2016
ბოლო გამოჩენის შემდეგ მონიკა ბელუჩის დაბერებაზე ალაპარაკდნენ
იტალიელ მსახიობს, მონიკა ბელუჩის 2 კვირის წინ 52 წელი შეუსრულდა და მედია უკვე აქტიურად ალაპარაკდა, ამ ლეგენდარული ლამაზმანის საგრძნობლად დაბერებაზე. ყველაფერი კინოფესტივალზე მონიკას გამოჩენის შემდეგ დაიწყო, სადაც მსახიობი ღრმა დეკოლტიანი, შავი კაბით გამოჩნდა.
Rating
როგორც წესი, ქალები ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად მალავენ ხელებსა და ყელს, რაც პირველი გასცემს თქვენს ასაკს. მონიკას კი არასდროს რცხვენოდა მათი გამოჩენა, მაშინაც კი, თუ გარშემო მყოფების კრიტიკა ემუქრებოდა.

მონიკამ ყელი ამჯერადაც მოიშიშვლა და არც სახის ნაოჭები დაუმალავს, თუმცა საზოგადოებამ
მისი სითამამე და თავდაჯერებულობა სათანადოდ ვერ დააფასა : სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ ბელუჩი საგრძნობლად დაბერდა.
თუმცა, ქალურობასა და სექსუალურობას ხომ ნაოჭები ვერაფერს აკლებენ.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
მონიკა ბელუჩი ყოველთვის იქნება საოცრად მშვენიერი, მომხიბვლელი და შეუდარებელი ქალბატონი, მიუხედავად დროისა და ნაოჭებისა.
14:13 / 11-10-2016
გამოხმაურება / 0 /
??????????
დაბერდა, მერე რააა, გრეხია????
02:33 / 11-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS