08 ოქტომბერი, 2016
ბიჭუნა კაფსულაში - სიცოცხლე სიკვდილის მოლოდინში და ამბავი, რომელიც შეგძრავთ!
ამ შემთხვევამ მსოფლიო მედიცინა აალაპარაკა. არა მარტო ბიჭუნას, დევიდი ფილიპ ვეტერის გარდაცვალების გამო, არამედ იმ ეთიკური პრობლემების ჯაჭვის გამო, რომელიც ამ კონკრეტული შემთხვევის დროს დაფიქსირდა და რომლებზე პასუხებიც დღემდე არ არსებობს.
ვეტერების ოჯახი ძალიან უბედური გახლდათ გენეტიკური პრობლემების გამო. უფროსი ვაჟი 7 თვის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი საშინელი იყო,SCID, იგივე ალიმფოციტოზი, იგივე გლანცმან-რინიკერის სინდრომი, კომბინირებული იმუნოდეფიციტი. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კი ამ დაავადებას კიდევ ერთი სახელწოდება მიენიჭა.

დაავადების არსი შემდეგში მდგომარეობს: მემკვიდრული დაავადება ხასიათდება უჯრედული იმუნიტეტის არარსებობით,
რისი მიზეზიცაა სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება და თვისობრივი არასრულფასოვნება. ამავე დროს ადგილი აქვს პლაზმაში იმუნოგლობულინების არანორმალურ შემცველობას. დამემკვიდრება ხდება აუტოსომურრეცესიული ტიპით. ეს დაავადება გვხვდება 100 000-ში ერთი, თუმცა თუ ვაჟი ამ დაავადებით დაიბადა, ალბათობა იმისა, რომ მეორე ვაჟსაც იგივე დაავადება ექნება - 50%-ია.

ამ შემთხვევაში ავადმყოფის გადარჩენის ერთადერთი გზა ძვლის ტვინის გადანერგვაა. ვეტერების ოჯახში პოტენციური დონორი მათი ქალიშვილი, კეტრინი იყო. ექიმები ვეტერების ოჯახს არწმუნებდნენ, რომ თუ მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ ისევ იჩენდა თავს აღინიშნული დაავადება, ძვლის ტვინის გადანერგვამდე ავადმყოფს სტერილურ კაფსულაში მოათავსებდნენ, თუმცა არაფერი უთქვამთ იმაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ძვლის ტვინი გადასანერგად შეუთავსებელი იქნებოდა.

ბავშვი დაიბადა, ძვლის ტვინი გადასანერგად არ გამოდგა, ბიჭუნა სტერილურ კაფსულაში მოათავსეს და იქვე დატოვეს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS