08 ოქტომბერი, 2013
რატომ უჩივლა 70 000- მა ადამიანმა ''დიდებული საუკუნის'' შემქმნელებს
ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო ''დიდებული საუკუნე'' ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა თურქულ სერიალებს შორის. სერიალის სცენარი მორალ ოკაის ეკუთვნის. მისი თქმით, ის ოსმანთა იმპერიის სარდლის, რეფორმატორის, სულთან სულეიმან დიდებულის მმართველობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება და ასახავს სულთნის ზეობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს, მათ შორის, სულეიმანის პირადი ცხოვრების ძალზე ამაღელვებელ დეტალებს, მის ურთიერთობას უკრაინელ ქალთან, ალექსანდრასთან.

ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო. დაახლოებით 1520 წელს სულეიმანს მისი თავი მომავალმა ვეზირმა, იბრაჰიმ-ფაშამ უფეშქაშა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტყვე ქალი სულთნის სიყვარულისა და ნდობის მოპოვებას შეძლებდა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენდა.

საინტერესოა, რომ სერიალის გადასაღებად მისმა პროდიუსერებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. აშენდა უზარმაზარი პავილიონი 50 000 კვ.მ-ის ფართობით, სადაც უდიდესი რაოდენობით განთავსდა დეკორაციები. ფილმმა იმდენად დიდი ინტერესი დაიმსახურა, თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ მათთან ამ სერიალის შესახებ 70 000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, სადაც საუბარი იყო სერიალში ისტორიული ფაქტების დამახინჯებაზე.

Rating

ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც გააკეთა. მისი თქმით, სერიალის შემქმნელები ''ცდილობენ, ახალგაზრდობას თურქეთის ისტორია ნეგატიურ კონტექსტში დაანახვონ'' .

2013 წელს მზის სინათლე იხილა სოფია ბენუას წიგნმა ''დიდებული საუკუნე. ცნობილი სერიალის ყველა საიდუმლო'' . გამოცემა ილუსტრირებული გახლდათ და მოთხრობილი იყო ოსმანთა იმპერიის, კერძოდ, სულთან სულეიმანის დროინდელი თურქეთის თავისებურებების შესახებ, იმპერიის ტრადიციებზე, ჰარამხანაში არსებულ გარემოზე და ხარჭების ბედზე.

ასევე ცნობილი როქსალანა-ჰიურემის და სულთნის სასიყვარულო ამბის შესახებაც. წიგნი იმით გამოირჩეოდა, რომ ისტორიული ექსკურსის პარალელურად იქ მოთხრობილი იყო სერიალში მონაწილე მსახიობების ბიოგრაფიებიც. გამოცემის ავტორს არ გამორჩენია ის ინტრიგები, რომელიც ''დიდებული საუკუნის'' გადაღებებს ეხებოდა.

წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერების სიას ჩაუდგა სათავეში. ამავე ავტორს ეკუთვნის მეორე წიგნიც, ჰიურემის, ანუ როგორც ევროპაში იყო ცნობილი, როქსალანას შესახებაც. ბოლო დროს ვატიკანში დაცული დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, როქსალანას სულაც არ ერქვა ალექსანდრა... თუმცა ეს სულ სხვა ამბავია.

ჩვენ კი მსახიობებზე გადავინაცვლოთ - მთავარ როლებს ჰალიტ ერგენჩი და მერიემ უზერლი თამაშობენ. ერგენჩი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია, ის ონურს ასახიერებდა ''1001 ღამეში'' , მერიემი კი მაყურებელმა სწორედ ''დიდებული საუკუნიდან'' გაიცნო. მერიემს მამა თურქი ჰყავს, დედა - გერმანელი.

Rating

სამსახიობო განათლება გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში მიიღო. იქვე მონაწილეობდა მცირე თეატრალურ დადგმებში.

2011 წლიდან პროდიუსერ იუსუფ თემურ სავჯის მიწვევით, ''დიდებულ საუკუნეში'' როქსალანას როლის შესრულებას დათანხმდა. 2013 წელს, როდესაც სერიალის მესამე სეზონის დამამთავრებელ ეტაპზე გადავიდნენ, მოულოდნელად მსახიობმა ქალმა გადასაღები მოედანი დატოვა და ბერლინში გაემგზავრა.

ის უკან არც დაბრუნებულა და მოგვიანებით თავი იმით გაიმართლა, რომ ერთსაათიანი სერიების გადაღება მისთვის ფსიქოლოგიურად დამანგრეველი გამოდგა, როქსალანას როლი მისთვის წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მერიემი გარკვეული პერიოდი თურქ ბიზნესმენ ჯან ატაშს ხვდებოდა, შემდეგ ისინი დაშორდნენ, 2013 წელს კი მსახიობმა განაცხადა, რომ ორსულად არის...

ჰალიტ ერგენჩის შესახებ მკითხველისთვის თითქმის ყველაფერი ცნობილია. მან ბერგიუზარ კორელის, ანუ შეჰრაზადის როლის შემსრულებლის გამო, ცოლი მიატოვა და ''1001 ღამის'' შემდეგ ბედნიერება სწორედ ეკრანულ მეწყვილესთან იპოვა. ცოლ-ქმარი ერთ შვილს ზრდის. ''დიდებული საუკუნის'' წყალობით კი ჰალიტ ეგრენჩი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყვარელ მსახიობად მიიჩნევა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ლიკ
ვაი თქვენ პატრონს ირანი არაო,თურქეთი არაო,რუსეთი არაო,აზერბაიჯანი არაო,სომხეთი არაო,ოსები არაო,აბხაზები არაო,მაშ რა დედი თქვენისა გინდათ უყურეთ ეს ჩვენი თანამედროვე სერიალები დაბალი დონის და "ჭ" კლასის სად გაიცინო რო არ იცი და თან ვინ ასრულებს-ფუი ეგენი თუ მსახიობები არიან საერთოდ.მაგრამ სამაგიეროდ ქართველები ხო არიან.თან არ დაგავიწყდეთ რო ამ წლებში რასაც უკეთებდნენ და აწამებდნენ ქართველებს ისინი თურქები არ იყვნენ-ქართველები იყვნენ-მეგრელები 25 ათასი კაცი გაანადგურეს,ფსიქიკა დაუზიანეს,გათელეს!!! გახსოვდეთ ეგ!!!
09:44 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანტტურქი
ესეტ კომენტარებს მხოლოდ ტურქული სერიალების მაყურებელი კაცი ტუ დაწერს,რომ მოგწონტ იმიტომაც განიხილავტ ესე ხმამაღლა.ვაი ტქვენ პატროსნ უბედურს რეებს უყურებტ ხალხო,გამოფხიზლდიტ!!!!!!!!
08:21 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაცჰო
ნუ გვატენიტ ტურკულ სერიალებს მაგატმა დაგუპეს საკარტველო
23:23 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გაულამაზებიათ ისტორია
შემწყნარებლები კი არა უსასტიკესები იყვნენ,აქეთ ალამზებენ,აღა მაჰმად ხანსაც ანგელოზად გამოიყვანდნენ ეგენი გადაწვეს და გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა მონებად გვყიდდნენ დედაა შვილს ,ქმარს თვალწინ უკლავდნენ აწამებდნენ რომ მათი რჯული მიგვეღო და რამდენი ქართველის შთამომავლია დღეს ალბათ თურქეთში და ნუ გავტენიან ამ სერიალებით
22:45 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
უბრალოდ ქართველი
მთელი სკოლის პერიოდში არ იცით რა გულისტკივილთ ვკითხულობდი და ვსწავლობდი საქრთველოს ოსტორიას პირდაპირ გული მეკუმშებოდა და დღესაც მასე ვარ ის რაც მათ,ირანმა და ბევრმა სხვამ დამართა ჩვენ ქვეყანას,ვერც სავაშ ბალდარი ვერც ონურ ბეი თუ ვიღაც ვერც მათი გალამზებული ქალები ვერ მომხიბლავენ თავიანთი დადებითი როლებით,ჩემთვის ისინი ომთან და ტკივილთან ასოცირდება,ბოდიში შეილბა ვინმეს ძაან კრიტიკულად თუ მოვეჩვენე.
22:39 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
არ უყურებ და არც მაინტერესებს იმდენად მძულს ოსმალეთი და მათი ისტორია რომ ქრისტიანების წამების და დამცირების ხარჯზე მიაღწიეს დღეს რაც ააქვთ და რამდენი მაგ გოგოსნაირი(რა ქვია სერიალში არ ვიცი) ბედი გაიზიარა ქართველმა ქალებმაც, აიძულებდნენ მათი სულთნის ხარჭა გამხდარიყო თუნდა დიდებული კოსტანტინოპოლი როგორ აიღეს და მართმადედებლი აია სოფია ტაძარი მეჩეთად აქციეს,ძირს თურქები
22:35 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
ეს სერიალი მრავალსერიანი ფილმი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა. სერიალებზე პატრიარქის მოსაზრებას ვეთანხმები, რომელიც ბრძანებს,რომ იგი ადამიანებს ავიწყებს პირად საზრუნავს, პრობლმებს, საკუთარ ცხოვრებას, რომელიც ღმერთმა აჩუქა. სერიალი საინტერესო ისტორიული ფილმია, საკმაოდ რეალისტურია. მისი ავტორები არ მოერიდნენ სულეიმანის ეპოქის შუქ-ჩრდილების შეძლებისდაგვარად გადმოცემას. ვფიქრობ, პროტესტიც თურქეთის მთავრობის ტრიბუნიდანაც იმიტომ დაიმსახურეს. ოსმალური იმპერია სასტიკი რომ იყო არავინ უარყოფს, მაგრამ მისი დამაარსებლები მიხვდნენ ვერ შექმნიდნენ და შეინარჩუნებდნენ იმპერიას თუ არ იქნებოდნენ შემწყნარებლები სხვა ერის და სარწმუნოების ადამიანების მიმართ.მათ საკუთარ სამსახურში ჩააყენეს სხვა ეროვნების, ხშირად სარწმუნოების წარმომადგენლებიც ოღონდაც მათ საკუთარი ცოდნით, გამოცდილებით გაემდიდრებინათ ოსმალეთი. ამ ადამიანების მონაწილეობით აშენდა ძლევამოსილი იმპერია. ეს ეპოქაა, როდესაც თურქ-სელჩულების სასულთნოები გაერთიანდნენ, დაიპყრეს კონსტანტინოპოლი მართლმადიდებლური სამყაროს სიმბოლო. აია-სოფიას ტაძარი, რომელის ხელდსაც ასე ხშირად უჩვენებენ სერიალში ლეგენდარული ბიზანტიის იმპერიის სიმბოლო იყო, რომელიც ოსმალებმა არ დაანგრიეს.სამწუხაროდ, იმ ხანეში საქართველო სამეფო სამთავროებად ქუცმაცდებოდა ხსნებული იმპერიის ნაწილი ხდებოდა.
19:05 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დავითი
სერიალებს არ ვუყურებ და არ მომოწონს მათი უმეტესობა, მაგრამ, თურქული სერიალები განსხვავებით ე.წ. "ქრისტიანული" მექსიკური ვენესუელური და სხვა ლათინურ-ამერიკული ქვეყნების სერიალებისა, გარყვნილებას არ ქადაგებს, რაც თავისთავად დადებითია. არის ბევრი ადამიანი რომელიც მხოლოდ ამ სერიალებს უყურებს და გინდა არ გინდა ეს ფილმები მათი პიროვნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში. ამიტომაც ეს სერიალი უკეთესია ვიდრე ძველები, თუმცა ჯობს საერთოდ არ უყუროთ არც ლათინურ და არც თურქულ სერიალებს
16:41 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
თურქი სულთნები ასეთი შემწყნარებელი ნამდვილად არ იყვნენ, მაგრამ ამდენ სადისტში ერთი მარგალიტი ხომ მაინც გამოერეოდა, ალბათ სულეიმანიც ასე იყო. ამიტომ ერქვა სულეიმანის სულთნობის პერიოდს დიდებული საუკუნე, ისევე როგორ თამარ მეფის მეფობის დროს ქვია ოქროს ხანა.
14:48 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ასეთ კინოებს მომავალ თაობას არ უნდა ვაჩვენებდეთ, ეს არაა რეალობა.ოსმალეთი არ იყო დაპყრობიი ქვეყნების მიმართ ასეტი რბიი პირიქით
09:03 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS