08 ოქტომბერი, 2013
რატომ უჩივლა 70 000- მა ადამიანმა ''დიდებული საუკუნის'' შემქმნელებს
ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო ''დიდებული საუკუნე'' ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა თურქულ სერიალებს შორის. სერიალის სცენარი მორალ ოკაის ეკუთვნის. მისი თქმით, ის ოსმანთა იმპერიის სარდლის, რეფორმატორის, სულთან სულეიმან დიდებულის მმართველობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება და ასახავს სულთნის ზეობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს, მათ შორის, სულეიმანის პირადი ცხოვრების ძალზე ამაღელვებელ დეტალებს, მის ურთიერთობას უკრაინელ ქალთან, ალექსანდრასთან.

ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო. დაახლოებით 1520 წელს სულეიმანს მისი თავი მომავალმა ვეზირმა, იბრაჰიმ-ფაშამ უფეშქაშა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტყვე ქალი სულთნის სიყვარულისა და ნდობის მოპოვებას შეძლებდა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენდა.

საინტერესოა, რომ სერიალის გადასაღებად მისმა პროდიუსერებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. აშენდა უზარმაზარი პავილიონი 50 000 კვ.მ-ის ფართობით, სადაც უდიდესი რაოდენობით განთავსდა დეკორაციები. ფილმმა იმდენად დიდი ინტერესი დაიმსახურა, თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ მათთან ამ სერიალის შესახებ 70 000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, სადაც საუბარი იყო სერიალში ისტორიული ფაქტების დამახინჯებაზე.

Rating

ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც გააკეთა. მისი თქმით, სერიალის შემქმნელები ''ცდილობენ, ახალგაზრდობას თურქეთის ისტორია ნეგატიურ კონტექსტში დაანახვონ'' .

2013 წელს მზის სინათლე იხილა სოფია ბენუას წიგნმა ''დიდებული საუკუნე. ცნობილი სერიალის ყველა საიდუმლო'' . გამოცემა ილუსტრირებული გახლდათ და მოთხრობილი იყო ოსმანთა იმპერიის, კერძოდ, სულთან სულეიმანის დროინდელი თურქეთის თავისებურებების შესახებ, იმპერიის ტრადიციებზე, ჰარამხანაში არსებულ გარემოზე და ხარჭების ბედზე.

ასევე ცნობილი როქსალანა-ჰიურემის და სულთნის სასიყვარულო ამბის შესახებაც. წიგნი იმით გამოირჩეოდა, რომ ისტორიული ექსკურსის პარალელურად იქ მოთხრობილი იყო სერიალში მონაწილე მსახიობების ბიოგრაფიებიც. გამოცემის ავტორს არ გამორჩენია ის ინტრიგები, რომელიც ''დიდებული საუკუნის'' გადაღებებს ეხებოდა.

წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერების სიას ჩაუდგა სათავეში. ამავე ავტორს ეკუთვნის მეორე წიგნიც, ჰიურემის, ანუ როგორც ევროპაში იყო ცნობილი, როქსალანას შესახებაც. ბოლო დროს ვატიკანში დაცული დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, როქსალანას სულაც არ ერქვა ალექსანდრა... თუმცა ეს სულ სხვა ამბავია.

ჩვენ კი მსახიობებზე გადავინაცვლოთ - მთავარ როლებს ჰალიტ ერგენჩი და მერიემ უზერლი თამაშობენ. ერგენჩი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია, ის ონურს ასახიერებდა ''1001 ღამეში'' , მერიემი კი მაყურებელმა სწორედ ''დიდებული საუკუნიდან'' გაიცნო. მერიემს მამა თურქი ჰყავს, დედა - გერმანელი.

Rating

სამსახიობო განათლება გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში მიიღო. იქვე მონაწილეობდა მცირე თეატრალურ დადგმებში.

2011 წლიდან პროდიუსერ იუსუფ თემურ სავჯის მიწვევით, ''დიდებულ საუკუნეში'' როქსალანას როლის შესრულებას დათანხმდა. 2013 წელს, როდესაც სერიალის მესამე სეზონის დამამთავრებელ ეტაპზე გადავიდნენ, მოულოდნელად მსახიობმა ქალმა გადასაღები მოედანი დატოვა და ბერლინში გაემგზავრა.

ის უკან არც დაბრუნებულა და მოგვიანებით თავი იმით გაიმართლა, რომ ერთსაათიანი სერიების გადაღება მისთვის ფსიქოლოგიურად დამანგრეველი გამოდგა, როქსალანას როლი მისთვის წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მერიემი გარკვეული პერიოდი თურქ ბიზნესმენ ჯან ატაშს ხვდებოდა, შემდეგ ისინი დაშორდნენ, 2013 წელს კი მსახიობმა განაცხადა, რომ ორსულად არის...

ჰალიტ ერგენჩის შესახებ მკითხველისთვის თითქმის ყველაფერი ცნობილია. მან ბერგიუზარ კორელის, ანუ შეჰრაზადის როლის შემსრულებლის გამო, ცოლი მიატოვა და ''1001 ღამის'' შემდეგ ბედნიერება სწორედ ეკრანულ მეწყვილესთან იპოვა. ცოლ-ქმარი ერთ შვილს ზრდის. ''დიდებული საუკუნის'' წყალობით კი ჰალიტ ეგრენჩი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყვარელ მსახიობად მიიჩნევა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
თიკო
ტრამალებზე მოჯირითე ურდოები ვერ შექმნიდნენ იმპერიას. ვერ დაიმორჩილებდნენ ბიზანტიას და შემდეგ მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს.მხოლოდ ძალადობით ვერ შექმნიდნენ სახელმწიფოებრივ, კულტურულ ტრადიციებს. ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ჩვენი მეზობლების კულტურულ მემკვირდეობაზე. უახლოეს მეზობლებზე ჩრდილოეთით თუ სამხრეთით. სულ მცირე სიმხეთსა და აზერბაიჯანზე, აღარას ვამბობ თურქეთზე. იმის ნაცვლად, რომ ვსწავლობდეთ ჩვენი პარტნიორების, პრობლემური მეზობლების ენას, კულტურულ სოციალურ ტრადიციებს, პირიქით--გავურბივართ და ვივიწყებთ, თითქოს ვაპროტესტებთ მათ არსებობას და ამითი ვთავისუფლდებით მათგან. ეს უდიდესი შეცდომაა! ჩვენ იმის ნაცვლად, რომ ვცნოთ დამნაშავეთ თავი და დავინახოთ ჩვენი ნაკლი.გვახასიათებს დავაკნინოთ ჩვენი მოწინაღმდეგეების ღირსება, ვითომ ამით ჩვენ უფრო მართლები და ღირსებულები გავხდებით.ესეც მორიგი ჩვენი სისულელეა.
22:25 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თურქებმა ისწავლეს როგორ შეფუთონ და წარმოაჩინონ ის სიველურე და ბარბაროსობა რაც შემოიტანეს მცირე აზიაში. ჩვენგან განსხვავებით საუკეთესო ახალგაზრდებს გზას აძლევდნენ მათ ნიჭს იყენებდნენ თავის სამსახურში.დაპყრობილი ქვეყნების ხარჯზე მიაღწიეს იმას რაც არიან. იმ პერიოდზეც გადაიღონ კონსტანტინოპოლს სანამ დაიპყრობდნენ ვინ იყვნენ.ტრამალებში მოჯირითე ურდოები.
21:15 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
მეგობრებო. 21-ე საუკუნეა დღეს. თურქეთი ჩვენი მეზობელი, პარტნიორი ქვეყანაა.ჩვენი და სხვა ქვეყნების, განსაკუთრებიღ მეზობელი ქვეყნების ისტორიას კარგად უნდა ვიცნობდეთ. ისტორიული შეცდომებიდამ აზრი უნდა გამოვიტანოთ. თანამედროვე თურქეთი ოსმალეთის იმპერია არაა. ის ბევრი მიმართულებით ჩვენზე წინწასული ევროპასთან დაახლოვებული ქვეყანაა. დღეს, ბევრ საკითხში ჩვენ უფრო ჩამორჩენილი ხალხი ვართ ვიდრე ისინი. ასე, რომ ზოგადად ჩვენში წინასწარ მტრული განწყობა მეზობლების მიმართ იტორიული წყენა-ტკივილის გამუდმებით ტრიალის სურვილი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დამარცხებულებად, ღირსებაგაქელილებად, მსხვერპლებად აღვიქვამთ თავს, რომლეიც მომავალი უბედურების მოლოდინშია. სასაცილოაეს ყველაფერი:) წინ ხედვაა საჭირო! სიძულვილი შობს სიძულვილს!ბრაზით ცხოვრება, საუკუნეების შემდეგ მხოლოდ ჩვენი ჩამორჩენილობის ნიშანია.
21:11 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკა
ჯერ პერსონაჟები და ქალების ჩაცმულობა ევროპულ ყაიაზე რატომ აქვთ? თურქებმა ჩადრი 19 საუკუნეში გადააგდეს იმ დროს კი მასე ვენეციელი ქალბატონებივით არავინ დაიდოდა იქ სულ ლაბადებში და ჩადრებში ყავდათ,, მაგათმა კიდე ეს თურქი ხასა ქალები ევროპულ ვენეციურ ყაიდაზე გამოიყვანეს,, სასაცილოა :D
00:31 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ვუყურებ მსახიობებს და საქართველოს ბედკრული ისტორია გახსენდება. თურქეთში გაყიდული ქართველი გოგო-ბიჭების შთამომავლები ამშვენებენ თურქულ ქვეყანას. ტარაკანა თურქები ქართულმა გენმა გააკეთილშობილა. ეს არის სატირალი,ქართველებო.ულამაზესი გოგო-ბიჭები გაყავდათ და შედეგიც სახეზეა.
16:17 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რუსულ სერიალებს და ფილმებს, გადაცემებს ხომ უყურებთ სიამოვნებით? მათ ნაკლები სისხლი დაღვარეს ჩვენი? ძირს რუსეთი და რუსული ოკუპაცია! თურქეთი ევროპული ქვეყანაა და ნატოს წევრია. მე-20 საუკუნეში ახალი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს და ეკონომიკის აყვავება შეძლეს, ჩვენ კი ერთმანეთის ჭამაში დავასუსტეთ სამშობლო!დღეს იმაზე ვდაობთ უნდა წავიდეთ თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე?არა!
12:40 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
პაირიოტი
ეს არის თურქული ისტორიული სინამდვილიდან აღებული ლამაზი ზღაპარი, აქ გასაკვირვია არაფერია–ისინი თავის ისტორიას და ოსმალეთის იმპერიას ადიდებენ, როგორც ამას ეხლა აკეთებს რუსეთი! იმ სისასტიკეს, რასაც დამპყრობლები იჩენდნენ–რა თქმა უნდა არ გვაჩვენებენ–ამ ფილმით ისინი თურქეთის ისტორიის მიჯის ამაღლებას ცდილობენ!!!
02:17 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
ხალხო ისტორიაა ეს ყველაფერი. დაპყრობითი ომები ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მას იპყრობდნენ ვინც სუსტი იყო. ბიზანტიის იმპერია შეიძლება ერთმორმუნე იყო, მაგრამ მასთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა."დიდოსტატის მარჯვენა" გაიხსენეთ. ისტორია კარგად უნდა ვიცოდეთ, განსაკუთრებით ჩვენი მზობელი სახელწიფოების სიტორია კულტურა ენა. ცოდნა ძალაა!
22:32 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
თურქული სერიალები და თურქების გაპიარება ქართველი, ბიზანტიელი და სხვა ქრისტიანების სისხლის ფასად ხდება. ეს არ შეიძლება. თურქებს ია დაავიწყდათ გადაეღოთ სანამ ბიზანტიას დაიპყრობდნენ ვინ იყვნენ და როგორ დაიპყრეს კონსტანტინეპოლი. ძირს მოღალატე ქართველები ვინც ფულის გამო მათ რეკლამას უწევს!!!!
13:21 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ვიო
მართალი ხარ ლიკ- ქართველი ქართველს ემტერება და წყვიტავს სხვაზე რა გვაქვს სალაპარაკო.რომელი ერი ერთმანეთს წყვიტავს???
09:46 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS