08 ოქტომბერი, 2013
რატომ უჩივლა 70 000- მა ადამიანმა ''დიდებული საუკუნის'' შემქმნელებს
ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო ''დიდებული საუკუნე'' ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა თურქულ სერიალებს შორის. სერიალის სცენარი მორალ ოკაის ეკუთვნის. მისი თქმით, ის ოსმანთა იმპერიის სარდლის, რეფორმატორის, სულთან სულეიმან დიდებულის მმართველობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება და ასახავს სულთნის ზეობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს, მათ შორის, სულეიმანის პირადი ცხოვრების ძალზე ამაღელვებელ დეტალებს, მის ურთიერთობას უკრაინელ ქალთან, ალექსანდრასთან.

ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო. დაახლოებით 1520 წელს სულეიმანს მისი თავი მომავალმა ვეზირმა, იბრაჰიმ-ფაშამ უფეშქაშა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტყვე ქალი სულთნის სიყვარულისა და ნდობის მოპოვებას შეძლებდა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენდა.

საინტერესოა, რომ სერიალის გადასაღებად მისმა პროდიუსერებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. აშენდა უზარმაზარი პავილიონი 50 000 კვ.მ-ის ფართობით, სადაც უდიდესი რაოდენობით განთავსდა დეკორაციები. ფილმმა იმდენად დიდი ინტერესი დაიმსახურა, თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ მათთან ამ სერიალის შესახებ 70 000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, სადაც საუბარი იყო სერიალში ისტორიული ფაქტების დამახინჯებაზე.

Rating

ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც გააკეთა. მისი თქმით, სერიალის შემქმნელები ''ცდილობენ, ახალგაზრდობას თურქეთის ისტორია ნეგატიურ კონტექსტში დაანახვონ'' .

2013 წელს მზის სინათლე იხილა სოფია ბენუას წიგნმა ''დიდებული საუკუნე. ცნობილი სერიალის ყველა საიდუმლო'' . გამოცემა ილუსტრირებული გახლდათ და მოთხრობილი იყო ოსმანთა იმპერიის, კერძოდ, სულთან სულეიმანის დროინდელი თურქეთის თავისებურებების შესახებ, იმპერიის ტრადიციებზე, ჰარამხანაში არსებულ გარემოზე და ხარჭების ბედზე.

ასევე ცნობილი როქსალანა-ჰიურემის და სულთნის სასიყვარულო ამბის შესახებაც. წიგნი იმით გამოირჩეოდა, რომ ისტორიული ექსკურსის პარალელურად იქ მოთხრობილი იყო სერიალში მონაწილე მსახიობების ბიოგრაფიებიც. გამოცემის ავტორს არ გამორჩენია ის ინტრიგები, რომელიც ''დიდებული საუკუნის'' გადაღებებს ეხებოდა.

წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერების სიას ჩაუდგა სათავეში. ამავე ავტორს ეკუთვნის მეორე წიგნიც, ჰიურემის, ანუ როგორც ევროპაში იყო ცნობილი, როქსალანას შესახებაც. ბოლო დროს ვატიკანში დაცული დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, როქსალანას სულაც არ ერქვა ალექსანდრა... თუმცა ეს სულ სხვა ამბავია.

ჩვენ კი მსახიობებზე გადავინაცვლოთ - მთავარ როლებს ჰალიტ ერგენჩი და მერიემ უზერლი თამაშობენ. ერგენჩი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია, ის ონურს ასახიერებდა ''1001 ღამეში'' , მერიემი კი მაყურებელმა სწორედ ''დიდებული საუკუნიდან'' გაიცნო. მერიემს მამა თურქი ჰყავს, დედა - გერმანელი.

Rating

სამსახიობო განათლება გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში მიიღო. იქვე მონაწილეობდა მცირე თეატრალურ დადგმებში.

2011 წლიდან პროდიუსერ იუსუფ თემურ სავჯის მიწვევით, ''დიდებულ საუკუნეში'' როქსალანას როლის შესრულებას დათანხმდა. 2013 წელს, როდესაც სერიალის მესამე სეზონის დამამთავრებელ ეტაპზე გადავიდნენ, მოულოდნელად მსახიობმა ქალმა გადასაღები მოედანი დატოვა და ბერლინში გაემგზავრა.

ის უკან არც დაბრუნებულა და მოგვიანებით თავი იმით გაიმართლა, რომ ერთსაათიანი სერიების გადაღება მისთვის ფსიქოლოგიურად დამანგრეველი გამოდგა, როქსალანას როლი მისთვის წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მერიემი გარკვეული პერიოდი თურქ ბიზნესმენ ჯან ატაშს ხვდებოდა, შემდეგ ისინი დაშორდნენ, 2013 წელს კი მსახიობმა განაცხადა, რომ ორსულად არის...

ჰალიტ ერგენჩის შესახებ მკითხველისთვის თითქმის ყველაფერი ცნობილია. მან ბერგიუზარ კორელის, ანუ შეჰრაზადის როლის შემსრულებლის გამო, ცოლი მიატოვა და ''1001 ღამის'' შემდეგ ბედნიერება სწორედ ეკრანულ მეწყვილესთან იპოვა. ცოლ-ქმარი ერთ შვილს ზრდის. ''დიდებული საუკუნის'' წყალობით კი ჰალიტ ეგრენჩი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყვარელ მსახიობად მიიჩნევა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ნინი
მეც ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ვგიჟდები ამ ფილმზე
18:03 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
კარგი დათო ეგეთიც არ იყო საჭირო ყველას სხვანაირი გემოვნება აქვს ზოგს მოსწონს და ზოგს არა
19:16 / 04-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მეც ძალიან მომწონს ეს ფილმი ყოველთვის მოუთმენლად ველოდენი დაწყებას
19:05 / 04-01-2014
გამოხმაურება / 0 /
@ლოლა
თურქული სერიალების ყურება სავაშიდან დავიწყე :D.სავაშის ხათრით ერთი პერიოდი რაც გადიოდა ყველა თურქულ სერიალს ვუყურებდი და დღეს უკვე თურქული სერიალები ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებს და ალერგია მაქვს.ეხლა ერთსღა ვუყურებ და რომ დამთავრდება საერთოდ სერიალებისკენ აღარ გავიხედავ
09:01 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ძალიან კარგი ფილმია ვისაც არ მოსწონს ნუ უყურებს. მაგარი სერიალია!
17:55 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დზალიან კარგი საკურებელი პილმია და ვისაც არ მოსცონს ნუ უკურებენ.გემოვნებაზე არ დაობენ.ზოგს ტუ მოსცონს ზოგს არა ასერომ სულელურ კომენტარებ ნუ დატოვებენ რაა.
23:13 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
მაგარი კინოა!!!
23:08 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
მართლაც დიდებული ფილმია,მოხიბლული ვარ.ასეთ სახეებს იშვიათად შეხვდებით ეკრანზე.
09:15 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
კარგია როცა სასიამოვნო სერიალს უყურებს ადამიანი ,მარა რა ხდება ყველა არხებზე ტუკული სერიალები როგორ უნდა გადიოდეს?მალე ხალხი ალახ ალახ წამოიზახებს,მოსპეტ ბრასილია.ვენესუელა ტუ ჯანდაბაა და ეს ტურკულიც მიაყოლეთ,რა ხდებაააააააააააააააააა
14:32 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსო
ასე რატომ ასერიოზულებთ ყველაფერს, ლამაზი ფილმია შესანიშნავი კოსტიუმებით და მუსიკით, კარგი მსახიობებითა და საინტერესო სიუჟეტით, თუკი ამდენ სერიალს უყურებთ, ესთეტიური სიამოვნება მაინც მიიღეთ.
10:24 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS