08 ოქტომბერი, 2013
რატომ უჩივლა 70 000- მა ადამიანმა ''დიდებული საუკუნის'' შემქმნელებს
ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო ''დიდებული საუკუნე'' ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა თურქულ სერიალებს შორის. სერიალის სცენარი მორალ ოკაის ეკუთვნის. მისი თქმით, ის ოსმანთა იმპერიის სარდლის, რეფორმატორის, სულთან სულეიმან დიდებულის მმართველობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება და ასახავს სულთნის ზეობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს, მათ შორის, სულეიმანის პირადი ცხოვრების ძალზე ამაღელვებელ დეტალებს, მის ურთიერთობას უკრაინელ ქალთან, ალექსანდრასთან.

ოსმანებმა გოგონა ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ბედის ხაზმა ის სულთნის ჰარამხანაში მიიყვანა, რათა დიდი იმპერიის თავკაცი მოეხიბლა, ისლამი და სახელი ჰიურემი მიეღო და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო. დაახლოებით 1520 წელს სულეიმანს მისი თავი მომავალმა ვეზირმა, იბრაჰიმ-ფაშამ უფეშქაშა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტყვე ქალი სულთნის სიყვარულისა და ნდობის მოპოვებას შეძლებდა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენდა.

საინტერესოა, რომ სერიალის გადასაღებად მისმა პროდიუსერებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. აშენდა უზარმაზარი პავილიონი 50 000 კვ.მ-ის ფართობით, სადაც უდიდესი რაოდენობით განთავსდა დეკორაციები. ფილმმა იმდენად დიდი ინტერესი დაიმსახურა, თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ მათთან ამ სერიალის შესახებ 70 000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, სადაც საუბარი იყო სერიალში ისტორიული ფაქტების დამახინჯებაზე.

Rating

ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც გააკეთა. მისი თქმით, სერიალის შემქმნელები ''ცდილობენ, ახალგაზრდობას თურქეთის ისტორია ნეგატიურ კონტექსტში დაანახვონ'' .

2013 წელს მზის სინათლე იხილა სოფია ბენუას წიგნმა ''დიდებული საუკუნე. ცნობილი სერიალის ყველა საიდუმლო'' . გამოცემა ილუსტრირებული გახლდათ და მოთხრობილი იყო ოსმანთა იმპერიის, კერძოდ, სულთან სულეიმანის დროინდელი თურქეთის თავისებურებების შესახებ, იმპერიის ტრადიციებზე, ჰარამხანაში არსებულ გარემოზე და ხარჭების ბედზე.

ასევე ცნობილი როქსალანა-ჰიურემის და სულთნის სასიყვარულო ამბის შესახებაც. წიგნი იმით გამოირჩეოდა, რომ ისტორიული ექსკურსის პარალელურად იქ მოთხრობილი იყო სერიალში მონაწილე მსახიობების ბიოგრაფიებიც. გამოცემის ავტორს არ გამორჩენია ის ინტრიგები, რომელიც ''დიდებული საუკუნის'' გადაღებებს ეხებოდა.

წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერების სიას ჩაუდგა სათავეში. ამავე ავტორს ეკუთვნის მეორე წიგნიც, ჰიურემის, ანუ როგორც ევროპაში იყო ცნობილი, როქსალანას შესახებაც. ბოლო დროს ვატიკანში დაცული დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, როქსალანას სულაც არ ერქვა ალექსანდრა... თუმცა ეს სულ სხვა ამბავია.

ჩვენ კი მსახიობებზე გადავინაცვლოთ - მთავარ როლებს ჰალიტ ერგენჩი და მერიემ უზერლი თამაშობენ. ერგენჩი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია, ის ონურს ასახიერებდა ''1001 ღამეში'' , მერიემი კი მაყურებელმა სწორედ ''დიდებული საუკუნიდან'' გაიცნო. მერიემს მამა თურქი ჰყავს, დედა - გერმანელი.

Rating

სამსახიობო განათლება გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში მიიღო. იქვე მონაწილეობდა მცირე თეატრალურ დადგმებში.

2011 წლიდან პროდიუსერ იუსუფ თემურ სავჯის მიწვევით, ''დიდებულ საუკუნეში'' როქსალანას როლის შესრულებას დათანხმდა. 2013 წელს, როდესაც სერიალის მესამე სეზონის დამამთავრებელ ეტაპზე გადავიდნენ, მოულოდნელად მსახიობმა ქალმა გადასაღები მოედანი დატოვა და ბერლინში გაემგზავრა.

ის უკან არც დაბრუნებულა და მოგვიანებით თავი იმით გაიმართლა, რომ ერთსაათიანი სერიების გადაღება მისთვის ფსიქოლოგიურად დამანგრეველი გამოდგა, როქსალანას როლი მისთვის წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მერიემი გარკვეული პერიოდი თურქ ბიზნესმენ ჯან ატაშს ხვდებოდა, შემდეგ ისინი დაშორდნენ, 2013 წელს კი მსახიობმა განაცხადა, რომ ორსულად არის...

ჰალიტ ერგენჩის შესახებ მკითხველისთვის თითქმის ყველაფერი ცნობილია. მან ბერგიუზარ კორელის, ანუ შეჰრაზადის როლის შემსრულებლის გამო, ცოლი მიატოვა და ''1001 ღამის'' შემდეგ ბედნიერება სწორედ ეკრანულ მეწყვილესთან იპოვა. ცოლ-ქმარი ერთ შვილს ზრდის. ''დიდებული საუკუნის'' წყალობით კი ჰალიტ ეგრენჩი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყვარელ მსახიობად მიიჩნევა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
დათო დიდებული საუკუნე
didebuli sauknis 5 sezoni gamovida tqven naxavt ucxoetis turqeti sa da indoetis cnobil varsklavebs magram ar dagaviwydet rac ufro meti sezonia mit ufro izabeba filmi, და არ დაგავიწყდეთ ჰასეკი ჰიურემ ვალიდე სულთანი ცოცხალია მის როლს ვაჰიდე ფეჰცინი ითამასჰებს მე ორივე ჰიურემი მიყვარს3000 სეზონიდან სჰედგებაა მალე იხილეტ მაესტროზე სერიალ დიდებული საუკუნის ახალი სეზობი
13:57 / 27-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
ძალიან მაგარი და საინტერესო კინოა
16:15 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისაბედი
ვგიჟდები ამ კინოზე ისე მიყვარს მართალია ძალიამ ბევრი სისაძეგლე დევს ამ ფილმსჰი ნამეტანი თან მაგრამ აი მაინც მიყვარს ეს კინო და ევრ ვწყდები სულ ამას ვუყურებ
17:42 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კეტი
მარტალია მე სერიალი არ მინახია მაგრამ ვისაც აინტერესებს წაიკიტხოს ბეტრის სმოოლ-ის რომანი ,,გარემი' სადაც ზუსტად არის აგსერილი სულეიმანის 4 ფავორიტი ცოლის ისტორია
04:15 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატია
მეც არ მომეცონა ის პაკტი რო ჰიურემი რო წეცვალეს ზაან მაგრად ასრულებდა ტავის როლს
00:38 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS