06 ოქტომბერი, 2016
პიტმა ჯოლისთან განშორების შემდეგ დაიფიცა, რომ ცოლს აღარასდროს შეირთავს
52 წლის მსახიობმა გადაწყვიტა, რომ აღარასდროს იქორწინოს.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განშორებამ, შესაძლოა პროცესში მონაწილე ყველა პირის ცხოვრებაში თავისი კვალი დატოვოს, მათ შორის ბრედის, რომლისთვისაც ცოლის გადაწყვეტილება დიდი დარტყმა აღმოჩნდა. წყაროების ცნობით, 52 წლის ბრედ პიტმა გადაწყვიტა, ცოლი აღარასდროს შეირთოს.

"ის ანჯელინასთან ოჯახურ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უდგებოდა და იმედოვნებდა, რომ მასთან მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა. ბრედი ძალიან ტრადიციულია, ამიტომ ამ ქორწინებას საკუთარ ცხოვრებაში უკანასკნელად მიიჩნევდა. ასეც იქნება, მაგრამ ამჯერად სხვა მიზეზით - მას აღარ
სულს სულიერი ტკივილის განცდა. ახლა ახალ ურთიერთობებზე საერთოდ არ ფიქრობს და აზრს, რომ ცოლს კვლავ შეირთავს უარყოფს".

თუ ანჯელინას უფროსი ძმა ეხმარება, ბრედს გვერდში მშობლები უდგას. მსახიობს დედა ხშირად ესაუბრება, მას ასევე გვერდში უდგანან მეგობრები და პირადი მენეჯერი.

ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ვარსკვლავური წყვილი განქორწინების პირობებსა და ბავშვების ბედზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინამ დროებითი მეურვეობის უფლება მიიღო 15 წლის მედოკსზე, 11 წლის ზაჰარაზე, 12 წლის პაკსზე, 10 წლის შაილოზე, 8 წლის ნოკსზა და ვივიენზე.

წყვილის გარშემო მყოფები ადასტურებენ, რომ ბრედი ცდილობს ბავშვების აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს, თუმცა დროებით პირობებს დათანხმდა და უკვე ყოფილი ცოლისა და ბავშვების ინტერესი მის სურვილებზე წინ დააყენა.

"შეუძლებელია ბავშვებს ახალი რეალობა ცალმხრივად შეუქმნა. ცხოვრებაში ორი ახალი ოჯახის მოულოდნელი გამოჩენა მათი სამყაროს სრულყოფილებას დაანგრევს. ბრედი ცდილობს შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა გამონახოს. სურს ამის შესახებ ანჯელინასთან შეთანხმდეს" - განუცხადებს მსახიობის მეგობრებმა ჟურნალისტებს.

"მსახიობების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ შორის შეთანხმება მშვიდობიანად დასრულდეს. ყველა იმედოვნებს, რომ მეუღლეები შეთანხმებას ყოველგვარი სასამართლოს გარეშე შეძლებენ" - ჰყვება ერთ-ერთი წყარო, თუ რა ხდება ამჟამად ბრედ პიტსა და ანჯელინას შორის.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS