დიდებული მადმუაზელი, კოკო შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა, პატარა და გამხდარმა გაბრიელმა შეძლო, საკუთარი საქმით დაკავებულიყო, მაშინ, როცა ქალთა ბიზნესი უჩვეულო ამბად მიიჩნეოდა და მეტიც, XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა.
როგორც აღნიშნავენ მადმუაზელს ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა, რაზეც მისი მახვილგონივრული ციტატებიც მეტყველებს.
5 რამ, რაც კოკო შანელს სძულდა:
ღია მუხლები
ცნობილია,
შარვალი
კოკომ მოდაში შემოიტანა საზღვაო ჟილეტები, სპორტული სამოსი, შეამოკლა კაბის სიგრძე, უბრალო, თეთრი კაბები, რომელიც მამაკაცის პერანგს მოგაგონებთ, მაგრამ ვერაფრით შეეგუა ქალის შარვალს. თუმცა თავად, ახალგაზრდობაში ხშირად ჩნდებოდა მამაკაცის სამოსით და ფრანგული მაღალი მოდის წარმომადგენლებს შოკში აგდებდა.
კვირა
შანელს სძულდა კვირა, რადგან ეს დასვენების დღე იყო. კვირას მუშაობა არავის სურდა!
საქორწინო კაბები
მადმუაზელი არასდროს დაქორწინებულა და საქორწინო კაბების კოლექცია პრინციპულად, არასდროს ჰქონია, როგორც ამას ახლა კარლ ლაგერფილდი აკეთებს.
ბრილიანტები
შანელს არ უყვარდა - "ქვები ქვების გამო - დიდები, როგორც გრაფინის საცობია, ბრილიანტები, რომლებიც ქმრის ან საყვარლის სიმდიდრეს განსაზღვრავს. არ მიყვარს ძვირფასეულობა ძვირფასეულობის გამო, ბრილიანტის საყურეები და მარგალიტის მძივები, რომლებსაც სეიფიდან იმიტომ იღებენ, რომ საღამოს გამოაჩინონ, მერე კი კვლავ სეიფში ინახავენ, რაც ყველაზე ხშირად, რომელიღაც აქციონერულ საზოგადოებას ეკუთვნის. სამკაული ბევრი უნდა იყოს. თუ ისინი ნამდვილია, ეს თავის მოწონებას ან უგემოვნობას აღნიშნავს. მე ვაკეთებ ყალბს და ძალიან ლამაზს. ისინი ნამდვილზე ლამაზებიც კია".
შანელმა ბიჟუტერია მოდაში შემოიტანა და ამით დიდი დახმარება გაგვიწია.
ლეა ხიმშიაშვილი