04 ოქტომბერი, 2016
ძიძა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებაში ჩაერია - რას სთხოვს ის ანჯელინას
კრისან მორელი, რომელიც ოდესღაც ანჯელინა ჯოლის ძიძა იყო, მსახიობს პრესის საშუალებით ღია წერილით მიმართა. ის, ანჯელინას სთხოვს ბავშვები მამას არ დააშაროს და საკუთარი მძიმე ბავშვობა გაიხსენოს. ამის შესახებ გამომცემლობა Woman's Day -წერს.

მორელი მიიჩნევს, რომ ანჯელინა დედის, მარსელინის შეცდომას იმეორებს და ეს მათ შვილებს საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანს. საქმე იმაშია, რომ მარსელინი, იმდენად იყო საკუთარ ქმარსა და ანჯელინას მამაზე - ჯონ ვოიტზე გაბრაზებული, რომ ანჯელინასა და მის ძმას მამის წინააღმდეგ განაწყობდა და მათ ურთიერთობას ხელს უშლიდა. ახლა
კი ჯოლი, რომელიც ძალიან იყო დედას მიჯაჭვული, მის დამღუპველ შეცდომას იმეორებს.

"ამაზე საუბარი გავბედე, რადგან ანჯელინასა და მისი მშვილების მდგომარეობა ძალიან მაღელვებს. მინდა მივმართო მას: "გთხოვ, ბრედს მათი ცხოვრებიდან ნუ ამოშლი".

არ შეიძლება ბავშვები ქმართან კამათისას იარაღად გამოიყენო, როგორც ეს დედამისმა გააკეთა. სხვანაირად მის შვილებსაც ისეთივე მარტოსული და უბედური ბავშვობა ექნებათ, როგორიც ანჯელინას ჰქონდა. დედამისმა ხომ ვოიტს ვერაფრით აპატია და გული ძალიან სტკიოდა, როცა ანჯელინა მას მამამისს აგონებდა.." - განაცხადა კრისანმა.

რაც შეეხება პიტს, იმ მომენტიდან, როცა ჯოლიმ განქორწინება გადაწყვიტა, ბავშვების ნახვის უფლება აღარ ჰქონდა. ანჯელინა მას ხომ, კამათისას უფროს ნაშვილებ შვილზე, მედოკსზე ხელით შეხებას სდებდა ბრალს.

პიტს ბავშვების ნახვის უფლებას მხოლოდ კონსულტანტი-ფსიქოლოგის დანთასწრებით მისცემენ. თუმცა მათი შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

ამ დრომდე, როგორც ბრედის მეგობრები საუბრობენ, ის ამტკიცებს და გამუდმებით განიცდის, ვერაფრით დაუჯერებია, რომ ეს ყველაფერი მას ნამდვილად დაემართა და კოშმარული სიზმარი არ არის.

პიტის ერთადერთი დამაწყნარებლები, მისი მშობლები არიან, რომლებსაც ის ყოველდღიურად ეკონტაქტება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქეთი
ანჯელინა ავადმყოფი ეგოისტი ქალია! საწყალი ქმარი - ასეთი ანჩხლი ცოლის გაძლება დიდხანს მოუწია... ბევრი ითმინა პიტმა და ბოლოს ამოასხა! ანჯელინა კარგი მსახიობია და არა აღმზრდელი,წინააღმდეგ შემთხვევაში ქმარს ასე არ აიგდებდა.
01:19 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ანჯელინა ,რომ მანიაკალური "განწყობის" ქალია,ეს თავიდანვე იყო ცნობილი, ნუ,დალია ბრედმა "პივა" და ვერ აიტანა სახლში ხმაური და ღრიანცელი და დაუყვირა იმ მადოXს და სხვებსაც,თუნდაც მიარტყა კიდეც ,განა შეიძლება ეს გაყრის მიზეზი გახდეს?! აქვს ამ ქალს ფსიქოლოგიური გადახრები და ვეღარ შეცვლი,ბრედი კი მართლაც ცოდოა ,საკუთარ შვილებს შენიშვნასაც ვერ აძლევდა ,იმიტომ რომ ანჯელინა თავისნაირ მანიაკებად ზრდის მაგ ბავშვებს!წესით,ბავშვების აღზრდა ბრედს უნდა მიანდონ,უფრო ჯანსაღ გარემოში გაიზრდებიან....
19:36 / 04-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS