04 ოქტომბერი, 2016
ვერა ბრეჟნევას ქალიშვილს საკუთარ მამასთან ურთიერთობა არ სურს
ვერა ბრეჟნევა ორ არაჩვეულებრივ გოგონას ზრდის - 15 წლის სონიასა და 7 წლის სარას. სონიას მამას, ვიტალი ვოიჩენკოს, მომღერალი ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როცა სონია 1 წლის იყო. 5 წლის შემდეგ ვერა უკრაინელ ბიზნესმენს, მიხაილ კიპერმანს გაჰყვა ცოლად. მიხაილი სონიასთვის ნამდვილი მამა გახდა და მამას სწორედ მას ეძახდა. 2009 წელს სარა გაჩნდა, 2012 წელს კი ცნობილი გახდა წყვილის დაშორების ამბავი.

Rating


ვერა სონიას ვიტალი ვოიჩენკოსთან ურთიერთობას არასდროს უკრძალავდა, როგორც ჩანს ეს თავად გოგონას არ სურს:

"კითხვაზე,
თუ სად არის ახლა ის, პასუხი არ მაქვს. ურთიერთობა დიდი ხანია შევწვიტეთ. თუმცა სონიასთვის მამასთან ურთიერთობა არასდროს დამიშლია, ვეკითხებოდი კიდეც - ნუთუ არ გინდა ნახო და დაელაპარაკო? როგორც ჩანს, საერთო ენა ვერ გამონახეს, ამიტომ სონიას ურთიერთობის სურვილი არ აქვს, მე კი არ მაქვს უფლება რაიმე ვაიძულო" - გამოტყდა ვერა ერთ-ერთ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სონია ნამდვილი მამის გვარსაც არ ატარებს.

პასპორტით ის კიპერმანია და მიხაილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. დღესასწაულებს გულისამაჩუყებლად ულოცავს და მასთან ერთად დროს ხშირად ატარებს.

ლეა ხიმშიაშვილი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბესო
რაც არ უნდა თქვათ ვერაზე, უკეთილშობილესი ადამიანია, უბრალო და მეგობრული, ქართველი ხალხის დიდი ქომაგია, ძალიან უყვარს საქართველო, ჩვენთან რომ ამპარტავნების ბუდეა ისე არაა, ნამდვილი უბრალო და თავმდაბალი პიროვნებაა.
14:12 / 03-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS