03 ოქტომბერი, 2016
62 წლის ბორის მაისეევს ცოლი მოჰყავს
ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტ სივრცე ერთმა ამბავმა მოიცვა - რუსეთში მოღვაწე ეპატაჟური არტისტი, ბორის მაისეევი ქორწილისთვის ემზადება. 62 წლის მომღერალი ინფორმაციას არ უარყოფს და ამ ამბავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველაფერს თავად ვიხილავთ და ფრაკის მოსარგებად გაემართა.

როგორც იუწყებიან, ქორწილი რამდენიმე კვირაში, მოსკოვში შედგება.

რაც ყველაზე საინტერესოა, მაისეევის საცოლე ამერიკელი ბიზნეს-ლედი ადელ ტოდი გახლავთ. ქალი მომღერლის დიდიხნის მეგობარია და მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს.
Rating
როგორც თავად ადელმა რამდენიმე წლის წინ განაცხადა, ბორისმა მას ცოლობა დიდი ხნის წინ
სთხოვა, მაგრამ პრობლემა სიშორე გახდა: ის ამერიკაში, შვილების გვერდით ცხოვრობს და მათთან დაშორება არ სურს, ბორისი კი რუსეთში, სადაც კარიერა აქვს.

გარდა ამისა, მომღერალმა რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა და გამოჯანმრთელებისთვის დიდი დრო დასჭირდა. ამის გამო ქორწილი გადაიდო, მაგრამ სირთულეების გადალახვამ წყვილი კიდევ უფრო დააახლოვა.

მაისეევი ადელს მაიამიში ხშირად სტუმრობს, სადაც ერთად კავდებინა იოგით და ისვენებენ.

რაც შეეხება ბორის მაისეევის არატრადიციულ ორიენტაციას, მან ჯერ კიდევ 2009 წელს განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პიარისთვის სჭირდებოდა.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS